საქპატენტს ევროპის საპატენტო უწყების საძიებო სისტემაზე წვდომა მიენიჭა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) „გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2026“ გამოაცხადა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) „გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2026“ ოფიციალურად გამოაცხადა. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით იმ სტარტაპების, მცირე, თუ საშუალო საწარმოების გამოვლენა, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით აღწევენ წარმატებას.
საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2025 წლის საკვალიფიკაციო გამოცდების სტატისტიკური მონაცემები
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2025 წლის 29 სექტემბრის №327 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციებში.
გამოცდაზე რეგისტრაციის პერიოდში – 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, წარმოდგენილი იყო 47 განაცხადი: სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 42, ხოლო საერთო სპეციალიზაციაზე – 5 განაცხადი. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, დახარვეზდა 3 განაცხადი.
შესაბამისად, ორივე სპეციალიზაციის გამოცდაზე რეგისტრაცია წარმატებით გაიარა სულ 44 აპლიკანტმა (გამოსაცდელმა). გამოცდის ჩატარებამდე 2-მა აპლიკანტმა მოითხოვა გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა.
საქპატენტის თავმჯდომარემ პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებულ კანდიდატებს სერტიფიკატები გადასცა
საქართველოში 2014 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები. წარმატებულ კანდიდატებს სერტიფიკატები ოფიციალურად გადასცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.
სოსო გიორგაძემ 2025 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალისტი გუნდი „Swish“ დააჯილდოვა
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ წელს
მეთერთმეტედ ჩატარდა. საქპატენტი მრავალი წელია თანამშრომლობს ათასწლეულის
ინოვაციის ფონდთან, კონკურსის მუდმივი მხარდამჭერია და აქტიურადაა ჩართული ინოვაციებისა
თუ ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე მიმართული ღონისძიების განხორციელებაში. კონკურსის
დაარსების დღიდან – 2014 წლიდან ჟიურის მუდმივმოქმედი წევრია საქპატენტის წარმომადგენელი
– გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკისა და ფიზიკის
სამმართველოს უფროსი ვასილ გიორგაძე. ამასთანავე, საქპატენტი მე-5 წელია მონაწილეობს
საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში. უწყება
ყოველ წელს აჯილდოებს კონკურსის ერთ-ერთ ფინალისტ გუნდს.
საქპატენტმა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ რჩეული გუნდი დააჯილდოვა
საქპატენტის ხელშეწყობითა და უშუალო ჩართულობით წელს მეთხუთმეტედ გაიმართა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“. კონკურსის მხარდამჭერია, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. დაარსების დღიდან „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით იმართება
საქპატენტსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინტელექტუალური საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენისა და საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტსა“ და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ
საქპატენტმა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-სემინარში მიიღო მონაწილეობა
ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკაში, ქ. ჩონკინგში, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის
(CNIPA) ორგანიზებით, „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ
ტრენინგ-სემინარი გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის
ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემდა გასცნობოდნენ
ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, სტრატეგიისა და დაცვასთან დაკავშირებულ
საკითხებს.
WIPO-ს წარმომადგენელმა საქპატენტის სასწავლო ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აკადემიური ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი პროგრამების ხელმძღვანელმა ვიქტორ ოვადემ ქუთაისში საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა სტუმარს სასწავლო ცენტრის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოების დეტალები გააცნო.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აკადემიური ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი პროგრამების ხელმძღვანელი ვიქტორ ოვადე, საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ეწვია. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ცაგარელთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივად განხორციელებული სამაგისტრო პროგრამის – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიმდინარეობა და მისი შემდგომი განვითარების სტრატეგიები.