
საქპატენტში დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ბოლნისი“
საქპატენტში კიდევ ერთი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება - „ბოლნისი“ დარეგისტრირდა.
ღვინო „ბოლნისის“ ადგილწარმოშობის დასახელებად დაცვა ხელს შეუწყობს მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ბაზრებზე, ვინაიდან მომხმარებელს ამგვარი დასახელებებით დაცული პროდუქტი მიანიშნებს მის მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ თვისებებზე. შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ,,ბოლნისს“ დაიკავოს ბაზარზე ხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქციის სეგმენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
2019 წლის 26 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის განმტკიცების მხრივ გატარებული წარმატებული რეფორმები და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ.
სამუშაო შეხვედრა გეოგრაფიული აღნიშვნების თემაზე
19 თებერვალს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ ფარგლებში.

დისტანციური სწავლება
ქართულ ენაზე, უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა DL101GE - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“. მისი გავლა ნებისმიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებულ პირს შეუძლია.

კულინარიული გამოფენა Sirha 2019
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კულინარიულ გამოფენაში Sirha 2019, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. გამოფენა მიმდინარე წლის 26-30 იანვარს,საფრანგეთის ქ. ლიონში გაიმართა.
საქპატენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

MGS-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია
საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მიერ ადმინისტრირებად პროგრამას - „მადრიდის საქონლისა და მომსახურების მენეჯერს (MGS)“. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ქართველ მომხმარებლებს, საერთაშორისო განაცხადის წარდგენისას, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ქართული ინტერფეისით და საქონლის ან/და მომსახურების ჩამონათვალი შეადგინონ ქართულ ენაზე, რაც მათ გაუადვილებს ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ, მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის წევრ ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის გავრცელების პროცედურას.

ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემასა და მადრიდის e-filing - ის სისტემასთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ ორგანიზებით, 2018 წლის 24 დეკემბერს, 10:00 საათზე საქპატენტის თბილისის ოფისში (ნ. რამიშვილის ქ. N 31) დაგეგმილია ტრენინგის ჩატარება პატენტრწმუნებულთათვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.

საქართველო მიუერთდა TRIPS-ის შეთანხმების ცვლილების ოქმს
2018 წლის 21 ნოემბერს, ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, რობერტო აზევედოსა და ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ვიქტორ დოლიძეს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დეპონირებულ იქნა საქართველოს მიერ რატიფიცირებული ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ (TRIPS) შეთანხმების ცვლილების ოქმის სარატიფიკაციო სიგელი.

გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
2018 წლის 15 ნოემბერს, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონია.
