
საქპატენტი მესამე უწყებაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა Madrid „eFiling“ საერთაშორისო განაცხადებზე
საქპატენტი ისმოს-ს მიერ ადმინისტრირებად პროგრამას „eFiling“-ს შეუერთდა, რისი საშუალებითაც ქართველი მომხმარებლები საერთაშორისო განაცხადის წარდგენას ელექტრონულად შეძლებენ, რაც გაუადვილებს მათ „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ, მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის“ წევრ ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის გავრცელების პროცედურას.

ჭაჭის ფესტივალი 2018
2018 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ თელავში, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით დაფუძნდა და პირველად გაიმართა „ჭაჭის ფესტივალი“, რომლის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვული ცენტრი – „საქპატენტი“.

საქართველო ღვინის გამოფენა „EXPOVINA“-ზე
2018 წლის 1-15 ნოემბერს, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ციურიხში, იმართება ღვინის გამოფენა „EXPOVINA“, სადაც საქართველო მონაწილეობას მიიღებს საპატიო სტუმრის სტატუსით. „EXPOVINA“ წარმოადგენს ყოველწლიურ ღვინის გამოფენას, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გამოფენა ყოველ შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია დაახლოებით 4000 სახეობის ღვინო მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად გამოფენას 65,000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.

სასაქონლო ნიშნის მე -100000 განაცხადი
2018 წლის 24 ოქტომბერს, საქპატენტის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირდა სასაქონლო ნიშნის მე-100000 განაცხადი.

VIP4SME შეხვედრა პატენტრწმუნებულებთან და იურისტებთან
2018 წლის, 19 ოქტომბერს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“, ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის „Horizon 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ (Value of Intellectual Property for SME – VIP4SME) გამართავს შეხვედრას პატენტრწმუნებულებთან და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოღვაწე იურისტებთან.
საქპატენტი Start-In-Georgia-ს მონაწილეა
დღეს, 13 ოქტომბერს (2018წ.) ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტი, სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო Start Business Solutions- ის ორგანიზებით გამართულ გამოფენაში Start-In-Georgia - 2018 - „ყველაფერი ჩემი სტარტაპისთვის“.
WIPO-ს გენერალურ ასამბლეას საქპატენტის დელეგაცია დაესწრო
2018 წლის 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, მიმდინარეობდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური ასამბლეის 58-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქპატენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ხელმძღვანელობით.
WIPO-ს დისტანციური სწავლების კურსი უკვე ქართულად არის ხელმისაწვდომი
2018 წლის 19 სექტემბერს დაიწყება რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგად კურზე (DL101GE), რომლის გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ქართულ ენაზე შეეძლება. (იხ. ლინკი http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/)
WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის, შერიფ საადალას საქართველოში ვიზიტი
17-19 სექტემბერს, საქპატენტს ოფიციალური ვიზიტით მეორედ ეწვია WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, შერიფ საადალა.
საადალა, WIPO-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გახსნის WIPO-ს აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ინგლისურენოვან საერთაშორისო სასწავლო კურსს - „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, რომელიც წელს მეორედ ჩატარდება საქართველოში.

საქპატენტში ელექტრონული შიდა საქმისწარმოების სისტემა ამოქმედდა
დღეიდან, საქპატენტში ელექტრონული შიდა საქმისწარმოების სისტემა სრულად ამოქმედდა. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემის მეშვეობით მარტივად და ეფექტურად ხდება დავალებების,
