
„დიზაინი - ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი”
დღეს, 7 მაისს (2019წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტი“ორგანიზებით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება თანამედროვე მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის - დიზაინის, როგორც ბიზნესის წარმატებისა და პროდუქტის ეკონომიკური ღირებულების გაზრდის მნიშვნელობის განხილვას.

კონფერენცია - ინტელექტუალური საკუთრება და მედიაცია
2019 წლის 30-31 მაისს, ქ. ალიკანტეში (ესპანეთი), ევროპის ინეტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სათაო ოფისსში, გაიმართება რიგით მეორე კონფერენცია ,,ინტელექტუალური საკუთრება და მედიაცია“. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო პალატის, EUIPO-ს აკადემიისა და EUIPO-ს იურიდიული და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ორგანიზებით.

26 აპრილი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე
დღეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, 2019 წლის 26 აპრილის სლოგანად დასახელდა: „იბრძოლე ოქროსათვის: ინტელექტუალური საკუთრება და სპორტი“.
სასწავლო კურსი “საპატენტო ძიება”
2019 წლის 22-25 აპრილს საქპატენტთან არსებულ სასწავლო ცენტრში ტარდება სასწავლო კურსი „საპატენტო ძიება“, რომელიც მოიცავს საპატენტო სისტემის მიმოხილვას და საპატენტო-საინფორმაციო ძიების ტექნიკის გაცნობას. კურსი განკუთვნილია უნივერსიტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის.
ტვინინგის (Twinning) პროექტის ფარგლებში საქართველოს პირველი მისია ეწვია
15 აპრილს, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზების მიზნით, დაიწყო სამუშაო შეხვედრების სერია, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის (Twinning) პროექტის განხორციელების პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს.

დისტანციური სწავლება
გვსურს გაცნობოთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობით, ქართულ ენაზე, უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა, WIPO აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების კანონის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სესია
2019 წლის 8 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების კანონის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კასრაძემ.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - 2019
2019 წლის 28 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. 2019 წელს NASA-ში პროექტის „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ შემქმნელი გუნდის „ობერტონი“ ხუთი მოსწავლე გაემგზავრება.
„საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის (Twinning) პროექტის განხორციელება იწყება
28 მარტს (2019წ.), საქპატენტის მცხეთის ოფისში, „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის (Twinning) პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს პროექტის განხორციელების პირველი ექვსი თვის სამოქმედო გეგმას.
საქპატენტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმზე
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (SDSU-Georgia) - ორგანიზებით, დღეს, 20 მარტს, (2019), სასტუმრო ბილტმორში იმართება ყოველწლიური დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენა.
