
საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულების „პატენტებისა და ინფორმაციის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, ხოლო ტაჯიკეთის მხრიდან – „პატენტებისა და ინფორმაციის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პარვიზ რაჯაბზოდა.

სოსო გიორგაძე ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს იერლან სარსემბაევს შეხვდა.

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში,
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა საქმიანი ვახშამი გამართა,
სადაც, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძესა და
თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჩიქოვანს უმასპინძლა. ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ პარტნიორი
ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელთანაც
EPO-ს გაფორმებული აქვს ევროპული პატენტის ვალიდაციის შეთანხმება.

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე იმყოფება
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), რიგით 66-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც 8 ივლისს გაიხსნა.

საქპატენტმა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ქალაქ პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის მე-2 სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში მონაწილეობდა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.
მცხეთაში საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ გაიმართა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში 5-დღიანი საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ა(ა)იპ „თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა 15-18 წლის ასაკის 37-მა მოზარდმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტორო უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“
ავტორობით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქპატენტის მიერ მომზადებული „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებათა პროექტი გააუმჯობესებს საქართველოში დიზაინების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და უზრუნველყოფს დიზაინების დაცვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომ დაახლოებას.

სოსო გიორგაძე ბათუმის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასკოლო ასაკის 2755 აღსაზრდელი, მათი მშობლები და აღმზრდელები ესწრებოდნენ. გამოსაშვები ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება გახლდათ

საქპატენტი ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია
საქპატენტმა ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა სლოგანით - „ ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-ზე მეტი მეღვინეობა, მათ შორის მსხვილი მწარმოებლებისა და მცირე თუ საშუალო მარნების, საოჯახო მეღვინეობების ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები. ფესტივალის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებით ნიშანდებული ღვინოების პოპულარიზაცია, ამ სტატუსის მქონე ღვინოების უპირატესობის წარმოჩენა და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.


