WIPO-ს 61-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში კრისტიან არშამბოს და მინდია დავითაძის შეხვედრა გაიმართა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი ქვეყნების ყოველწლიური ასამბლეა წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, სადაც საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) პირველი პირების შეხვედრა შედგა. EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან არშამბომ და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული მიმდინარე პროექტები დისტანციურ რეჟიმში მიმოიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

საქპატენტი მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტებს აუმჯობესებს
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა დაიწყო წინა ხაზის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქპატენტის სერვისებზე, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე რეგისტრაციისთვის, ასევე, საპატენტო განაცხადებზე მომხმარებელთა მომსახურების ეფექტიანობის გაზრდას, კონსულტაციისა და კომუნიკაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.

WIPO-ს 61-ე ასამბლეის ფარგლებში მინდია დავითაძისა და რენა ლის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა
სინგაპურის ინტელექტუალური საკუთრების უწყებას (IPOS) ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კოლეგასთან პირველი შეხვედრა საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ დისტანციურ რეჟიმში გამართა.

შერიფ საადალა: „საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყება არის ეფექტიანი თანამშრომლობის მოდელი“
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების განათლების ხარისხიანი სისტემის შექმნაში საქპატენტს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია დაეხმარება. უწყების მხარდაჭერაზე მზაობა გაცხადდა საქართველოს ინტელეტუალური საკუთრების უწყების თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და აკადემიის ხელმძღვანელის შერიფ საადალას შეხვედრის დროს, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა 2020 წლის 7 ოქტომბერს.

„ნინოწმინდის თაფლი“ - ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა
გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში, სამცხე ჯავახეთის რეგიონიდან, „ტენილის“, „მესხური ჩეჩილის“, „ბორჯომის“, „მიტარბის“ და „ახალქალაქის კარტოფილის“ შემდეგ ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატა - „ნინოწმინდის თაფლი“. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია, რომელიც განპირობებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით, აღიარებულია სახელმწიფო დონეზე.

ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში - მასწავლებლებს EUGIPP-ის ფარგლებში გადაამზადებენ
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების ცნებების სწავლებისთვის სათანადო უნარ-ჩვევების მისაღებად, თბილისის, რუსთავის და გორის 6 საჯარო სკოლის 12 მასწავლებელი ტრენინგს გაივლის.

მინდია დავითაძემ WIPO-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი სახელმწიფოების 61-ე გენერალური ასამბლეა წელს ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ხელმძღვანელობს, ღონისძიებაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს. WIPO-ს ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს, მოქმედ გენერალურ დირექტორს ფრენსის გარის და WIPO-ს წევრი 193 ქვეყნის დელეგაციას, მინდია დავითაძემ სიტყვით მიმართა.

„გეოგრაფიული აღნიშვნები დამატებითი მექანიზმია სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით„ - მინდია დავითაძე
საერთაშორისო სასწავლო კურსი „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ წელს დისტანციურ რეჟიმში იმართება. კურსს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ნაწილია, მეოთხე წელია საქპატენტი უწევს ადმინისტრირებას.

DL101GE-ზე რეგისტრაცია იწყება
ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“.

სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის პრაქტიკის დოკუმენტები - საქპატენტი დაინტერესებული პირებისთვის სემინარს მართავს
საქპატენტის მიერ გამოქვეყნებული პრაქტიკის დოკუმენტებს დღეს პატენტრწმუნებულები, ინტელექტუალური საკუთრების დარგში მოქმედი იურისტები და საქპატენტის თანამშრომლები ეცნობიან. სემინარი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში მიმდინარეობს, მიზნად ისახავს განმცხადებლების, ექსპერტებისა და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირებისთვის გამჭვირვალობის, იურიდიული სიცხადისა და პროგნოზირების გაზრდას სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის განაცხადების ექსპერტიზასთან მიმართებაში. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა.