საქპატენტი და იუსტიციის უმაღლესი სკოლა ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართულებით სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც „მართლმსაჯულების სახლში“ გაიმართა.
„ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია დარგის პროფესიონალთა, მათ შორის მოსამართლეთა ინსტიტუტის გაძლიერება, ვინაიდან სასამართლო სისტემა ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, რომელიც ხელს უწყობს დარგის წარმატებულ ინტეგრირებას გლობალურ სისტემაში“ - აღნიშნა საუბრისას საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ.
საქპატენტი ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრთან - მაშავთან ითანამშრომლებს
საქპატენტის ხელმძღვანელი ისრაელის საელჩოს ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და ერთობლივი პროექტების ინიცირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრისას მინდია დავითაძემ წუხილი გამოხატა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო და იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადებში სიტუაცია რეგიონში განიმუხტება და მოსახლეობა შეძლებს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში თანაცხოვრებას.
საქპატენტში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩისა და საქპატენტის თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა
ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლეს. შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ დიპლომატს გააცნო საქპატენტის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და გამოხატა თანამშრომლობის სურვილი იტალიის რესპუბლიკის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისთან.
გეოგრაფიული აღნიშვნების ბაზრის კონტროლი და აღმასრულებელი უწყებების როლი
გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებების აღსრულებისა და ბაზრის კონტროლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა იმართება საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავს აღმასრულებელი უწყებების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებების აღსრულებისათვის გამოძიების, მონიტორინგის და ინსპექტირების ღონისძიებების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების დასანერგად.
საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, გამოგონებები, შექმნილი დიზაინი, ახალი ჯიში და სასაქონლო ნიშნები - მოსწავლეებმა თავიანთი ინტელექტუალური შრომის შედეგები წარმოადგინეს
ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა კრეატიულად გამოხატეს ღონისძებაზე, რომელიც დასკვნითი ეტაპი იყო ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტის - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში", რომელიც მიმართული იყო ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობისკენ. საქართველოს მასშტაბით პროექტში ჩართული იყო 6 საჯარო სკოლა თბილისში, რუსთავსა და გორში.
„კალიანდრე“ - გორის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ სელექციით მიღებული ვაშლის ახალი ჯიში
ვაშლის ახალი ჯიშის, „კალიანდრეს“, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის იმიტირებული განხილვა მოეწყო და დაცვისუნარიანობაზე მსჯელობა გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გორის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა კრეატიულად გამოხატეს და თავისი ნამუშევრები საჯაროდ გამოფინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ერთ-ერთი კომპონენტის -„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში" განხორციელებაში.
განცხადება
4 მაისიდან 11 მაისამდე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი გადადის არასამუშაო რეჟიმზე.
აღდგომის შემდგომი პერიოდი საქართველოს მთავრობის დადგენილებით (2021.16.04. N175) გამოცხადებულია უქმე დღეებად.
საქპატენტი მუშაობას 2021 წლის 13 მაისიდან განაახლებს.
დიზაინის ექსპერტიზის სახელმძღვანელო განსახილველად პატენტრწმუნებულებსა და დაინტერესებულ პირებს წარედგინათ
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში შეიქმნა დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო, რომლის შედგენაზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) და საქპატენტის იურისტები. სახელმძღვანელოს შექმნა ემსახურება საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობის და განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას.
პატენტის მიღების პროცედურებს ათასწლეულის ინოვაციების 2021 წლის კონკურსანტები გაეცნენ
სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ათასწლეულის ინოვაციების 2021 წლის კონკურსის ნახევარფინალში გადასული გუნდების წევრები არიან, ვებინარი „ინტელექტუალური საკუთრება - იდეიდან ინოვაციამდე“ ჩატარდა.
თბილისის N122 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნა
ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა თბილისის N122 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კრეატიულად გამოხატეს და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, გამოგონებები, დიზაინის ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები. ეს იყო დასკვნითი ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტისა -„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში".