„ხაშმის საფერავს“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვა მიენიჭა
დღეს, 23 იანვარს (2020 წ.), ქ. ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომა, სადაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტი, საქართველოს სახელით ხელი მოაწერა გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის N1/2020 გადაწყვეტილებას ,,ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და მეორე მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C და XVII-D დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
სამუშაო შეხვედრა Twinning-ის პროექტის ფარგლებში
დღეს, 26 ნოემბერს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, მასპინძლობს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროს ექსპერტებისა და ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის მწარმოებელთა ასოციაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას, რომელიც იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ ფარგლებში.

“მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში, გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით” პროექტი დასასრულს უახლოვდება
დღეს, 19 ნოემბერს (2019წ.) გაიმართა პროექტის “მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში, გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით” წარმატებულად დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტის შედეგების შეჯამებასა და მიღებული გაკვეთილების წარმოჩენას.

კონკურსმა “ლეონარდო და ვინჩი” ახალგაზრდა გამომგონებლები გამოავლინა
დღეს, 15 ნოემბერს (2019წ.), გაიმართა ყოველწლიური, რიგით მე-9, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი, რომლის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, სწავლის დონის ამაღლების ხელშეწყობა, გამომგონებლების ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სტიმულირება, 2010 წლიდან ტარდება და კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებაში ყოველწლიურად ჩართულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკის განყოფილება.

ევროკავშირის პროექტის წარდგენა - "საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა"
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი (Twinning), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვას, დღეს, 7 ნოემბერს (2019წ.) ოფიციალურად გამოცხადდა. სასტუმრო მეტეხი პალასში გამართული Twinning-ის პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა.

საქართველოში საპატენტო დაცვაზე წვდომა გამარტივდება
დღეს, ქ. მიუნხენში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძისა და ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის მიერ, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ერთიანი ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება მასზე გაცემული ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდირება, რაც საერთაშორისო განმცხადებლებს გაუმარტივებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას.

სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან
2019 წლის 21 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ხელი მოეწერა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას.

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმზე საქპატენტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, 17 ოქტომბერს, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (SDSU-Georgia) ორგანიზებით, გაიმართა დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმი, სადაც სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან ერთად, მეხუთედ მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

ღვინის ფესტივალი 2019
დღეს, 12 ოქტომბერს (2019წ.), გურჯაანში, ახტალის პარკში მესამედ გაიმართა ღვინის ფესტივალი, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გლეხების მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ტრადიციულ კერძებთან ერთად.
VIP4SME-ის შეხვედრა
დღეს, 11 ოქტომბერს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, მცირე და საშუალო მეწარმეთათვისა და საწარმოებისათვის, გაიმართა სამუშაო შეხვედრა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, გამოგონებასა და ინოვაციებზე.
