
საქართველო საუბრობს ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის (CEBS) სახელით ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის სამთავრობათშორისო კომიტეტის სხდომაზე.
27 თებერვალს გაიხსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის სამთავრობათაშორისო კომიტეტის 33-ე სხდომა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2017
2017 წლის 27 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ცამეტ ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა. წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“, პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის ლექტორთა ტრენინგი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“
19-23 დეკემბერს (2016), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალუი საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტრენინგის მეორე ეტაპი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“ ჩატარდა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დელეგაცია
13 – 14 დეკემბერს (2016 წ.), საქპატენტს საქმიანი ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დელეგაცია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის კორნელია მუსას ხელმძღვანელობით.

პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა

ქართული ყველის რუკა

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები

„OriGin“ და „OriGin-საქართველოს“ შორის სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმდა
საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin - საქართველო“ გახდა გლობალური ალიანსის „OriGin“ - ის წევრი და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს. სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, შედგა დღეს, 28 ოქტომბერს (2016 წ.), თბილისში მიმდინარე კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიების“ ფარგლებში.

ტყემალი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი - პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების სიაშია
დღეს, 27 ოქტომბერს (2016 წ.), გაიხსნა კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე. კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), გახსნა WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ბინინ ვანგმა. ღონისძიებას ესწრება 120 ზე მეტი მეწარმე და ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან და მიმდინარეობს მსჯელობა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე დიზაინისა და შეფუთვის გამოყენებაზე გეოგრაფიული ადგილის ბრენდინგის სტრატეგიებში, ბრენდების რეპუტაციასა და ბაზარზე მათ იმიჯზე, ასევე, მეწარმეთა ასოციაციების როლზე ეფექტური ბრენდინგის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.