
ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების თემაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დანაშაულების გამოძიების ფინურ მოდელსა და შესაბამის მტკიცებულებათა მოპოვების გზებს გაეცნენ 25-27 ოქტომბერს (2016 წ.) გამართულ ტრენინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საქპატენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საქპატენტის თავმჯდომარე კიევის სამართლის სკოლაში ლექციას წაიკითხავს
29 სექტემბერს (2016 წ.), საქპატენტმა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იური ბოშიტსკის უმასპინძლა. შეხვედრაზე, საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ და პროფესორმა ბოშიტსკიმ ისუბრეს უკრაინასა და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, დასახეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. გარდა ამისა, საქპატენტის თავმჯდომარე ოფიციალურად მიწვეულ იქნა კიევის სამართლის უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე სტუდენტებისათვის ლექციის წასაკითხად.

საქპატენტი მე-5 ადგილზეა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის რეიტინგში
საქპატენტს IDFI-ის სიგელი კიდევ ერთხელ გადაეცა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დასახელდა 55 სახელმწიფო უწყებას შორის, რომელსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი, ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს, 28 სექტემბერს (2016 წ.) სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.

ქალის როლი ქვეყნის განვითარებაში
ბიზნესის განვითარების ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს 28 სექტემბერს (2016 წ.) გამართულ კონფერენციაზე „ქალის როლი ქვეყნის განვითარებაში“. ასამდე მეწარმე ქალი გაეცნო სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის მხარდამჭერ პროგრამებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღების ახალ შესაძლებლობებს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის თავჯდომარის მოადგილე, სოფიო მუჯირი, ღონისძიების მონაწილეებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ინსტრუმენტებზე ესაუბრა. საკითხის მიმართ აუდიტორიის დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, დაიგეგმა მეწარმე ქალებისთვის თემატური შეხვედრების გამართვა, სადაც იმსჯელებენ ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების შესახებ.

საქპატენტის და APO-ს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა
26 სექტემბერს, თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია ავსტრიის საპატენტო ოფისის (APO) დელეგაცია, პრეზიდენტის, მარიანა კარეპოვას ხელმძღვანელობით. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და APO-ს წარმომადგენლებს შორის საქპატენტის ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, სადაც ასახული იქნება ერთობლივი ღონისძიებების ნუსხა: კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქპატენტის ექსპერტებისთვის ტრეინინგები ავსტრიაში; კონსულტაციები საინოვაციო საქმიანობის განვითარებასთან და საპატენტო ვაუჩერების პროგრამასთან დაკავშირებით; ავსტრიელი ექსპერტების მონაწილეობით სასწავლო კურსის გამართვა საქპატენტის სასწავლო ცენტრში.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგია
15 -16 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში’’, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით, გაიმართება რეგიონალური კონფერენცია თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგია“.

ისმოს-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი საქპატენტში
ამა წლის 13-14 სექტემბერს საქპატენტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი შერიფ საადალა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტსა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტსა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა და „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ.
საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ 2016
ქ.ბათუმი, 1 აგვისტო, 2016 წ. - დღეს ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ DCFTA-ს კონტექსტში“, რომლის ფარგლებშიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება.

სემინარი ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ
26 ივლისს (2016 წ.), TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქპატენტის ორგანიზებით, გაიმართა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა „ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც გაეცნენ ევროკავშირის კანონმდებლობას, მიდგომებსა და გამოცდილებას „ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული დარღვევები და საავტორო უფლებების აღსრულების სამართლებრივი ინსტუმენტები. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს ინტერნეტ მეკობრეობასთან მრძოლის მექანიზმებსა და ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობაზე.