
საქპატენტის თავმჯდომარე სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების დირექტორს ვლადიმირ მარიჩს შეხვდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების დირექტორს ვლადიმირ მარიჩს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

შეტყობინება საქართველოს პატენტრწმუნებულებს
2024 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ (შემდგომ – კანონი), რომელიც ამოქმედდა 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქპატენტმა უზბეკეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების თანამშრომლებს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში გამოცდილება გაუზიარა
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებით უზბეკეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებისთვის 2-დღიანი ვებინარი გაიმართა. სასწავლო აქტივობა უზბეკი კოლეგების ოფიციალური მომართვის საპასუხოდ დაიგეგმა და მიზნად ისახავდა გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას. უზბეკეთი ამჟამად გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა მისთვის პრიორიტეტულია.

მარაკეშის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების სიას საქართველო შეემატა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) მარაკეშის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების სია განაახლა და მასში საქართველო შეიყვანა. განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ მარაკეშის ხელშეკრულება ძალაში შევა 2025 წლის 26 თებერვლიდან.

საქპატენტმა 5 ახალ უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 5 უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე, გორის ვაშლი, სვანური მარილი, კახური შაშხი და ბოლნისის ახალი კარტოფილი გეოგრაფიულ აღნიშვნებად, ხოლო, შპს იმერული ღვინის ასოციაციის მიერ შემოტანილი განაცხადით, ობჩის ღვინო ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა.

საქპატენტის თანამშრომლებმა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა
ქ. პეკინში, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში (CIPTC) სასაქონლო ნიშნების შესახებ 2024 წლის სასწავლო სემინარი გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) მიერ.

საქპატენტში საარქივო მასალების გაციფრულების პროცესი გრძელდება
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“ 1992-2017 წლებში ფორმირებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებისა და გაციფრულების (დიგიტალიზაციის) სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. სამუშაოები ხორციელდება საქპატენტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საარქივო წესების სრული დაცვით.

საქპატენტის თავმჯდომარემ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა

საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
ნტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) მოლდოვაში რეგიონული სემინარი გამართა, რომელიც მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოსთან (AGEPI) ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ორგანიზებით განხორციელდა.

საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ორგანიზებულ დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ საუდის არაბეთის სამეფოში, ქ.რიადში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „დიზაინის სამართლის შესახებ“ ხელშეკრულების საბოლოო განხილვისა და მიღების მიზნით გაიმართა. ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით ჩატარდა.


