
გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - „OriGIn“ გენერალური ასამბლეის სესია
იტალიის რესპუბლიკის ქ. ტრევიზოში, 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართა გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - „OriGIn“ გენერალური ასამბლეის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ საქპატენტისა და „OriGin - საქართველოს“ წარმომადგენლები.

წინასწარი საპატენტო ძიება: საქპატენტის ახალი სერვისი ხელმისაწვდომია ყველასათვის
დღეიდან (16.10.2017) ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს საქპატენტის საპატენტო-საინფორმაციო მომსახურებით - წინასწარი საპატენტო ძიება. აღნიშნული სერვისი გულისხმობს საპატენტო ძიებას საერთაშორისო კომერციული და არაკომერციული საპატენტო ბაზების, ასევე არასაპატენტო (მაგ. სამეცნიერო) ლიტერატურის ბაზების გამოყენებით. ძიების მასალები და ანგარიშები გამომგონებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სფეროში არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობაში, საპატენტო განაცხადის მომზადებამდე მათი გამოგონების პატენტუნარიანობის წინასწარ შეფასებაში და შემდგომი ნაბიჯების, მაგალითად, საპატენტო განაცხადის მომზადების და საქპატენტში წარდგენის უკეთესად დაგეგმვაში.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური ასამბლეის 57-ე სესია
2017 წლის 2 ოქტომბერიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, მიმდინარეობდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური ასამბლეის 57-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქპატენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ხელმძღვანელობით.
მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2017
24 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2017“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალი - ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევები.
ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP)
23-25 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით შედგება სამუშაო შეხვედრა თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.
სასწავლო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ
18 - 22 სექტემბერს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით, თბილისში, საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ისმო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტარდება ინგლისურენოვანი ,,სასწავლო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“.
ტრაპიზონში გეოგრაფიული აღნიშვნების რეგიონული სიმპოზიუმი მიმდინარეობს
2017 წლის 12-13 სექტემბერს, თურქეთში, ქ. ტრაპიზონში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ და თურქეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების „თურქპატენტი“-ს ორგანიზებით ტარდება გეოგრაფიული აღნიშვნების რეგიონული სიმპოზიუმი, სადაც განიხილავენ წარმოშობაზე დაფუძნებული პროდუქტების სამართლებრივი დაცვის საკითხებს. სიმპოზიუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ გეოგრაფიული აღნიშვნის განვითარების სტრატეგიასა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სოციო-ეკონომიკურ გავლენებზე, გაეცნობიან თურქეთისა და საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემებს და გაიზიარებენ ევროკავშირის გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის აღსრულების მიმართულებით.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის 12-ე კომიტეტის სხდომა
4-6 სექტემბერს, შვეიცარიაში ქ. ჟენევაში, საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის 12-ე კომიტეტის სხდომაში.

პოლონეთსა და ლატვიაში, „სულგუნი“- სა და ქართული ღვინო „კახეთი“- ს უნებართვოდ გამოყენების ფაქტები აღმოიფხვრა.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“, მიმართა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის განვითარების დირექტორატს, ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების - „კახეთი“ (კახური), ასევე ქართული ყველის გეოგრაფიული აღნიშვნის - „სულგუნი“ სავარაუდო, უნებართვო გამოყენების ფაქტების აღმოფხვრის შესახებ.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - საქპატენტს, საავტორო უფლებათა ასოციაციასა და თბილისის საკრებულოს შორის მემორანდუმები გაფორმდა
ამა წლის 2 აგვისტოს, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ ფარგლებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - საქპატენტს, საავტორო უფლებათა ასოციაციასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.


