
საქართველოს დელეგაცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაში მონაწილეობს
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე
სოსო გიორგაძე ხელმძღვანელობს, WIPO-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიას ესწრება.
სოსო გიორგაძემ უცხოელ სტუდენტებს საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა 2023 დასრულდა. 5 დღის
განმავლობაში 7 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის 11 სტუდენტმა
საქპატენტის სასწავლო ცენტრში სპეციალიზებული პროგრამა გაიარა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა
საკითხების შესწავლას ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შესახებ. სამართლის საზაფხულო
სწავლება საქართველოში, რომელიც ELSA-ს ეგიდითა და საქპატენტის მხარდაჭერით იმართება,
მიზნად ისახავს სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებში
ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და, ასევე, ამ სფეროში
ცოდნის გაღრმავებას.
საქპატენტსა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ
ცენტრსა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO)
შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს
ხელი მოაწერა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ხოლო შვეიცარიის მხრიდან -
შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ. ხელმოწერის ცერემონია
საქპატენტის სათავო ოფისში ჩატარდა.

საქართველო - გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი 2023
2023 წლის გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მუშაობა დასრულდა.
ღონისძიება, რომელიც საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) ორგანიზებით თბილისში გაიმართა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური გლობალური ფორუმია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

სოსო გიორგაძემ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის (oriGIn) პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ორიჯინ-ჯორჯიას დირექტორთან, დავით გაბუნიასთან ერთად oriGIn -ის პრეზიდენტს რიკარდო დესერტის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებაზე მიმართული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში, სოსო გიორგაძესა
და ვანგ ბინინგს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც მხარეებმა იმსჯელეს გრძელვადიან
ინიციატივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების
სამომავლო პერსპექტივებზე.

მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ქართული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ გაიხსნა გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ქართული პროდუქციის გამოფენა. მსოფლიო სიმპოზიუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უნიკალურ ქართულ პროდუქტებს.

საქართველო გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმს მასპინძლობს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ ორგანიზებით, 14 - 16 ივნისს, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი იმართება. ეს არის გლობალური ფორუმი, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო თუ ეროვნული სისტემების გამოწვევებზე მსჯელობის, ასევე პერსპექტივებისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა. ამ მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში თბილისი მასპინძლობს 62 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელს თურქეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კამერუნიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასევე, სიმპოზიუმის მუშაობაში დისტანციურად ჩაერთვება 800-მდე მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სოსო გიორგაძე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, 5 ივნისს, შეხვედრა გამართა USAID-ის ეკონომიკური
უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან, მიმდინარე ერთობლივი ინტერვენციებისა და
სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.

„საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“- ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება იგეგმება
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების
აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების და კონტრაფაქციასა თუ მეკობრეობასთან ბრძოლის თანამედროვე
ტენდენციების გაცნობის მიზნით, 24-25 ივლისს, ბათუმში გაიმართება რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო
კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქპატენტი
და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების
პროგრამა (CLDP).
