
საქპატენტი და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა ბათუმში ერთობლივ ღონისძიებებს მართავენ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, 24 ივლისს ბათუმში გაიხსნა რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. CLDP-ის და საქპატენტის ერთობლივი ღონისძიება გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ასევე CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა სკიპ მარკმა. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.

„საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ - ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
საქპატენტისა
და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების
პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, 2023 წლის 24-25 ივლისს, ბათუმში გაიმართება მე-7 საერთაშორისო
კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“.
ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ონლაინ ZOOM-ის პლატფორმის
მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა კონფერენციაზე.
ZOOM-ის ლინკი: https://explorepsa.zoomgov.com/j/1619515960

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვედა. შეხვედრაზე მხარეებმა “საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი განიხილეს.

სოსო გიორგაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ ჟენევაში შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორთან იერბოლ ოსპანოვთან. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მხარეები უახლოეს მომავალში ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ინსტიტუტსა და საქპატენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების საკითხზე.

სოსო გიორგაძე თურქეთის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (TURKPATENT) პრეზიდენტს შეხვდა
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში,
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში თურქეთის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების
ოფისის (TURKPATENT) პრეზიდენტს ჯემილ ბაშპინარს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ორ ქვეყანას
შორის ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება.

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს შეხვდა
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური
ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ შეხვედრა
გამართა WIPO-ს გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან.

სოსო გიორგაძე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) წარმომადგენლებს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) წარმომადგენლებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას
ესწრებოდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე
ნინო ჩიქოვანი.

სოსო გიორგაძე გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის (oriGIn) მმართველ დირექტორს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს
გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე
ჟენევაში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის (oriGIn) მმართველ
დირექტორს მასიმო ვიტორის შეხვდა.

სოსო გიორგაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელს კომისიონერ შენ ჩანგიუსა და ჩინეთის დელეგაციას შეხვდა.

სოსო გიორგაძე სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავჯდომარემ სოსო გიორგაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა შეხვედრა გამართეს სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) პრეზიდენტთან ჟომარი ფრედერიკსთან და აღმასრულებელ დირექტორთან ეტიენ სანს დე აჩედოსთან.
