საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის
სხდომაზე, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში
გაიმართა, განიხილეს „საქონლის ადგილწარმოშობის
დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტი
ინიციირებულია საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის მიერ. აღნიშნული პროექტის თანაავტორია საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და მომზადებულია ევროკავშირის
ხელშეწყობით „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის
სისტემის დანერგვის“ შესახებ ტვინინგის პროექტის
ფარგლებში.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები ცნობილია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ უფლებამოსილებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია
მოვალეობებთან ერთად, საავტორო და მომიჯნავე
უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. საქპატენტს კანონით აქვს
მინიჭებული უფლება შეისწავლოს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ინფორმაცია.

საქართველოში ევროპული პატენტების აღიარება მოხდება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმებას.
ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით დასრულდა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - ,,საქპატენტს“ შორის 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“კანონპროექტზე იმსჯელა.
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიციირებული „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა
და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. აღნიშნული ცვლილებების
კანონპროექტის მიზანია საქართველოში ადგილწარმოშობის
დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - ,,საქპატენტს“ შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის
პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მხარი დაუჭირა
„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების
ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმებისა და საქართველოს საპატენტო კანონში განსახორციელებელი
ცვლილებების პროექტებს.
ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით დასრულდება ევროპის
საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს
- ,,საქპატენტს“ შორის 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროპული პატენტების საქართველოს
ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ.
საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ახალი ერთობლივი პროექტის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება
ახალი პროექტის განხორცილებების გზები და სამომავლო
თანამშრომლობის პერსპექტივები ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ
სოსო გიორგაძემ საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების
უწყების (EUIPO) ინსტიტუციური და თანამშრომლობის სამსახურის დირექტორ სანდრის ლაგანოვსკისა
და ამავე უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის უფროსთან იგნასიო მედრანოსთან ერთად განიხილა.
საქპატენტი და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) თანამშრომლობის შედეგებს შეაჯამებენ
ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური
საკუთრების შესახებ (EUGIPP) სრულდება. პროექტი, რომელსაც ევროკავშირის
მხარდაჭერით ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), მიზნად
ისახავს
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას.
სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც
საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად მონაწილეობენ EUIPO -ს ინსტიტუციური
და თანამშრომლობის სამსახურის დირექტორი სანდრის ლაგანოვსკისი, EUIPO -ს საერთაშორისო თანამშრომლობის
სამსახურის უფროსი იგნასიო დე მედრანო, EUGIPP პროექტის ხელმძღვანელი მარტინ მარიანოვი, საქართველოში
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ქეთევან
ხუციშვილი, ასევე საქპატენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები, პროექტის ექსპერტები და ბენეფიციარები.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებული ქართულ ენაზე გამოიცა
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული ქართულ ენაზე გამოიცა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) ფარგლებში. ნაშრომი შედგენილია ევროკავშირის საერთო სასამართლოს (GCEU), ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა (CJEU) და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ( EUIPO) სააპელაციო საბჭოს (BOA) გადაწყვეტილებების საფუძველზე.
საქპატენტში რეორგანიზაცია დასრულდა
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქპატენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა
1970 წლის 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. 30 წლის შემდეგ, 2000 წელს ეს დღე
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღედ გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან ძალიან მალე,
1992 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს საპატენტო უწყება „საქპატენტი“.
