ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებული ქართულ ენაზე გამოიცა
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული ქართულ ენაზე გამოიცა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) ფარგლებში. ნაშრომი შედგენილია ევროკავშირის საერთო სასამართლოს (GCEU), ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა (CJEU) და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ( EUIPO) სააპელაციო საბჭოს (BOA) გადაწყვეტილებების საფუძველზე.
საქპატენტში რეორგანიზაცია დასრულდა
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქპატენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა
1970 წლის 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. 30 წლის შემდეგ, 2000 წელს ეს დღე
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღედ გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან ძალიან მალე,
1992 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს საპატენტო უწყება „საქპატენტი“.
საქპატენტი ევროკავშირის დახმარებით სააპელაციო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს
ევროკავშირისა და საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP)
ფარგლებში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ
თბილისი“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის გაუმჯობესებას.
საქპატენტი
აქტიურად მუშაობს დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის უახლესი საერთაშორისო
პრაქტიკის დანერგვასა და სააპელაციო პალატის მუშაობის გაუმჯობესებისათვის,
რაც დადებით გავლენას მოახდენს ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროების განვითარებაზე, ვინაიდან
სააპელაციო პალატის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ორივე სფეროსთან. ბიზნესისათვის
საყურადღებოა სასაქონლო ნიშნებთან თუ დიზაინთან დაკავშირებული დავების სწრაფი და სამართლიანი
გადაწყვეტა, სამეცნიერო სფეროსთვის კი – მათ მიერ შექმნილ გამოგონებებთან და სასარგებლო
მოდელებთან დაკავშირებული დავების ეფექტიანი გადაწყვეტა.

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებისთვის საქპატენტი ესპანეთის სამეფოს საუკეთესო პრაქტიკას ეცნობა
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა
და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია, ესპანეთის სამეფოს გეოგრაფიული აღნიშვნების
დაცვის სისტემის გასაცნობად, ვალდეპენასში იმყოფება. დელეგაციის
შემადგენლობაში არიან საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე
ნინო ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გელა სამხარაული. ვიზიტის ფარგლებში, 24 მარტს, შეხვედრა გაიმართა
ესპანური ადგილწარმოშობის დასახელების ყველის „მანჩეგო“ ასოციაციის მარეგულირებელ საბჭოში, რომელიც აკონტროლებს სპეციფიკაციებით
განსაზღვრულ ხარისხის მოთხოვნების შესაბამისობას გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ კონკრეტულ
პროდუქტებზე.

პარლამენტისა და საქპატენტის ერთობლივი დელეგაცია ესპანეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების OEPM-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია, საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძის, თავმჯდომარის მოადგილის ნინო ჩიქოვანისა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გელა სამხარაულის შემადგენლობით, საქმიანი ვიზიტით მადრიდში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ესპანეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების OEPM-ის გენერალურ მდივანთან ხოსე მარია კალეხა როვირასთან. ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, საქპატენტისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაციის წევრები OEPM-ის ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების სპეციფიკას გაეცნენ. საქპატენტი აღნიშნული მომსახურების საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.
საქპატენტის თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამას EUIPO-ს ექსპერტები უძღვებიან
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით, 15 მარტს, საქპატენტში პროფესიული განვითარების პროგრამა დაიწყო. საქპატენტის
სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული აქტივობა ითვალისწინებს ტრენინგების სამ სერიას,
რომლებსაც გაუძღვებიან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) წამყვანი
ექსპერტები. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირისა
და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, რომელიც
მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში, კერძოდ,
სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ექსპერტიზის დახვეწას და ევროკავშირის კანონმდებლობასა
და პრაქტიკასთან ჰარმონიზებას.

ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიური სფეროს დავებთან დაკავშირებული მედიაცია
23 მარტს,
15:00 საათზე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და
მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით,
ჩატარდება ვებინარი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების შესახებ. ღონისძიება
იმართება WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“
შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ღონისძიებას გაუძღვებიან WIPO-ს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც
მონაწილეებს გაუზიარებენ WIPO-ს პრაქტიკასა და გამოცდილებას დავების მედიაციის გზით
გადაწყვეტის მიმართულებით.

გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მასპინძელი საქართველო იქნება
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი, ინტელექტუალური საკუთრების
მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, საქართველოში გაიმართება. 14 და 15 ივნისს
თბილისი უმასპინძლებს ფორუმს, რომელსაც დაესწრებიან
საერთაშორისო და რეგიონული გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა
ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული უწყებების,
გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის მწარმოებელთა გაერთიანებების წარმომადგენლები
და გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებას, რომელიც
ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, WIPO-სთან ერთად ორგანიზებას უწევს საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრი.

საქპატენტში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო - სტაჟიორად დანიშნულებს თავმჯდომარე შეხვდა
საქპატენტის მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის პირველ ოთხ გამარჯვებულს სოსო გიორგაძემ დანიშვნა პირადად მიულოცა. საქპატენტის თავმჯდომარე სტაჟიორებს პირველ სამუშაო დღეს შეხვდა და წარმატება უსურვა.


