
დარენ ტანგი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ესტუმრა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, პირველად ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი, რომელიც გახსნის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“.
ვიზიტის ფარგლებში, WIPO-ს გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი ესტუმრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სადაც შეხვდა მის ხემლძღვანელს, ავთანდილ კასრაძეს და გაეცნო GITA -ს საქმიანობას.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის დარენ ტანგის ვიზიტი საქართველოში
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს პირველად ეწვევა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი, რომელიც 12 ოქტომბერს გახსნის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“.

ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე - DL101GE რეგისტრაცია დაიწყო!
შიგთავსი განთავსდება მალე

საქპატენტმა უზბეკეთის დელეგაციას უმასპინძლა
საქპატენტს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უზბეკი კოლეგები
გაეცნენ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების
დაცვის სისტემას და საქპატენტის საქმიანობას ამ მიმართულებით. საქპატენტის თბილისის ოფისში სტუმრობისას მათ
მოისმინეს „ორიჯინ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის მოკლე სალექციო კურსი, სადაც დავით
გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა
გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების დაცვის მთავარ ასპექტებზე და ზოგადად
ამ ობიექტის როლზე ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ განვითარებაში.

დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაცია კერძო სექტორთან აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, სემინარი პრაქტიკის შესახებ და ტრენინგი სახელმძღვანელოს შესახებ
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, კახეთის რეგიონში გაიმართა გასვლითი,
საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც საქპატენტისა და EUGIPP პროექტის წარმომადგენლებთან
ერთად მონაწილეობდნენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში ჩართული
სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მისასალმებელ გამოსვლაში
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა ისაუბრა ღონისძიების შესახებ და
აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში განხილვა, რომელსაც ესწრება ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელები, ასევე ამ უფლებების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები.

გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) წელს 17 ქვეყნის 34 წარმომადგენელი გაივლის
საქპატენტის სასწავლო
ცენტრისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)
აკადემიის ორგანიზებითა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ადმინისტრაციის პარტნიორობით, დღეს, განახლებულ
ფორმატში გაიხსნა ორკვირიანი პროფესიული განვითარების პროგრამა
„გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, რომელიც 17 ქვეყნის საჯარო უწყებებში დასაქმებულ 34 წარმომადგენელს დაეხმარება
დარგის მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული უნარ -
ჩვევების ჩამოყალიბებაში.

საქპატენტში შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) წარმომადგენლებს უმასპინძლეს
საქპატენტის სათავო
ოფისში, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ჩიქოვანმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კასრაძემ და გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის
უფროსმა, მერაბ კუციამ, „საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP)
(Georgian-Swiss Intellectual Property Project (GESIP)“ ფარგლებში, შეხვედრა გამართეს
შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) წარმომადგენლებთან,
ზეინაბ გაფურისთან და ერიკ თევენოსთან. პროექტი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო
სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის და საპატენტო სისტემების განვითარების ხელშეწყობას.

WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) თავმჯდომარე საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი კასრაძე გახდა
შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) მე-15 სესიიაზე,
კომიტეტის თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი კასრაძე აირჩიეს.
საქპატენტს საქმიანი ვიზიტით აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ესტუმრა და უწყების ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრა გამართა.

საქპატენტსა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო პოლიტიკის სამინისტროს „ICQRF“-ის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს -„საქპატენტს“ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის დაცვისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ინსპექტორატის დეპარტამენტს (ICQRF) შორის დისტანციურ რეჟიმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ და ICQRF-ის ხელმძღვანელმა, ფელიჩე ასსენცამ, ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

