
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქპატენტმა სტუ-ს სტუდენტებთან ერთად აღნიშნა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქპატენტში გაიმართა ღონისძიება, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს და საზეიმო ვითარებაში „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“ 20 საათიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

26 აპრილი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა!
2022 წლის 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, WIPO-ს წევრი სახელმწიფოები, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის გამტარებელი უწყებები მთელს მსოფლიოში, შემდეგი სლოგანის ირგვლივ გაერთიანდებიან: „ინტელექტუალური საკუთრება და ახალგაზრდობა: ინოვაცია უკეთესი მომავლისათვის“. წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ინოვაციებსა და შემოქმედებაზე, რომელთა მამოძრავებელი ძალაც არის ახალგაზრდა თაობა და მათი ბრწყინვალე გონება. სწორედ ახალგაზრდების უშრეტი ენერგიის, ნოვატორული იდეების, მიზანდასახულობის, კრეატიული აზროვნების ერთობლიობამ და მწვანე ტექნოლოგიური განვითარებისკენ მიმართულმა ხედვამ უნდა გარდაქმნას მსოფლიო მდგრადი და უკეთესი მომავლისკენ.

კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ“ წელს CLDP-ის მხარდაჭერით ჩატარდება
საფრთხე რომელსაც წარმოადგენს ყალბი პროდუქცია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, იქნება მთავარი თემა რიგით მე-6, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ“, რომელიც ივლისში, ბათუმში პირისპირ რეჟიმში გაიმართება. კონფერენციის ორგანიზებაში საქპატენტს ამერიკის შეერთებული შტატების კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) ეხმარება. შეხვედრის მიზანია კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

EUGIPP-ის ფარგლებში HR-ის განვითარების კომპონენტის მიმართულებით მუშაობა გრძელდება
ISO 9001:2015 სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თანამშრომლებმა, ადამიანური რესურსების (HR) შეფასებისა და ხელშეწყობის ტრენინგების სერიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს, უწყების საშემსრულებლო დონის გაძლიერებას, მაღალი სტანდარტებისა და გამართული სისტემის დანერგვას. სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP)“ მხარდაჭერით.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ეცნობიან
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელშიც მონაწილეობენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის წარმომადგენლები, ასევე, EUGIPP-ში ჩართული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში აღსრულების ექსპერტი კენეტ რაიტი.

განმცხადებელთა საყურადღებოდ!
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი გატყობინებთ, რომ 2022 წლის 31 მარტის 11:00 საათიდან შეფერხებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მუშაობა.

WIPO-ს სპეციალიზებული კურსის უსასყიდლოდ გავლას შეძლებენ DL101GE-ს წარჩინებული კურსდამთავრებულები
ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) 2021 წლის საშემოდგომო სესიის წარჩინებით დასრულება ათ სტუდენტს, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ მიულოცა და საზეიმო ვითარებაში მათ გადასცა სერტიფიკატები და მთავარი საჩუქარი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის სპეციალიზებული კურსის უსასყიდლოდ გავლის შესაძლებლობა.
სტუ-ს სტუდენტები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სალექციო კურსს საქპატენტის სასწავლო ცენტრში გადიან
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის მნიშვნელობას და სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებიც დღეიდან საქპატენტში გაივლიან სალექციო კურსს „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“. საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობას, რომელიც ხუთდღიან სალექციო სწავლებას მოიცავს, WIPO-ს აკადემიის მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის ტუტორები უძღვებიან. კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულ გუნდს „GoGeoGo“ საქპატენტში უმასპინძლეს
ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი „GoGeoGo“, ათასწლეულის ინოვაციის 2020 წლის კონკურსში მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდია, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა საქართველოში ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოსაპოვებელი მობილური აპლიკაციის შექმნისთვის. გამარჯვების აღსანიშნავად, საქპატენტის მენეჯმენტმა შეხვედრა გამართა გუნდის წევრებთან და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლებთან.

თუ იცით, რა მიზნით დავობს ხოლმე სასაქონლო ნიშნის მფლობელი ერთი კომპანია მეორესთან, როდესაც თვლის რომ სასაქონლო ნიშნები ერთმანეთის მსგავსია?
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში დასრულდა დავა, რომელიც მიმდინარეობდა „მაკდონალდ'ზ ინტერნეშენელ პროპერტი კომპანის“ მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე. McDonald's-ი ეწინააღმდეგებოდა სასაქონლო ნიშნების -„მაკროლის“ და ”MacRoll“-ის რეგისტრაციას.
