საქპატენტმა WIPO-ს აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა
ქალაქ ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში WIPO-ს აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) რიგით მე-18 სესია გაიმართა. სესიაზე მოწვეული სპიკერის სტატუსით საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე წარდგა პრეზენტაციით თემაზე: „საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებების საშუალებით“
ზუგდიდში საქპატენტისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის თანამშრომლობის ფარგლებში გამოცემული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა
ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში გაიმართა
სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალ „მემატიანეს“ პირველი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ეკატერინე
ჭავჭავაძის 210 წლის იუბილეს მიეძღვნა
საქპატენტის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ცინადოში გამართულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში.
2026 წლის ინტელექტუალური საკუთრების სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ორგანიზებით გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააერთიანა.
საქპატენტმა საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველ რაუნდში მიიღო მონაწილეობა
ქალაქ ბელგრადში „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაზე მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა.
ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთი თავი სრულად ეთმობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ჟენევაში, WIPO-ს განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) რიგით 36-ე სესიაში
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინიციატივით, ჟენევაში, WIPO-ს სათავო ოფისში, განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) რიგით 36-ე სესია გაიმართა. სესიაში მონაწილეობდნენ დამკვირვებელი ორგანიზაციისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, მათ შორის სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სალომე ციმაკურიძემ.
საქპატენტის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნავად „ჩინური ხალიანის“ ვაზის ჯიშის ნერგები დარგეს
საქპატენტის თავმჯდომარემ, თანამშრომლებთან ერთად, მცხეთის სათავო ოფისის ეზოში
გაშენებულ ვენახში, „ჩინური ხალიანის“ ვაზის
ჯიშის ნერგები დარგო. ამ პატარა ტერიტორიაზე უკვე ხარობს 33 ქართული ჯიშის ყურძენი
და საქპატენტში ვენახის მოვლა, დამუშავება, მოყვანა წლებია ტრადიციად იქცა. აღსანიშნავია,
რომ საქპატენტის დღევანდელი აქტივობა ეხმიანება 8 მაისის დღესასწაულს. ეს დღე მიმდინარე
წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის ეროვნულ დღედ
გამოცხადდა.
საქპატენტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
საქპატენტის სათავო ოფისს ენერგეტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის
„საინჟინრო მენეჯმენტის“ სტუდენტები სასწავლო
ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ. საქპატენტში სტუდენტები გაეცნენ სასაქონლო ნიშნების,
გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინის, გამოგონებებისა და, ასევე მცენარეთა ახალი ჯიშების
მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას.
დიზაინის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია
დიზაინის დაცვის შესახებ დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დარგობრივმა სპეციალისტებმა
ევროპის 14 ქვეყნიდან, მაღალი რანგის სტუმრებმა WIPO-დან, საქართველოს მთავრობისა და
კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ, ასევე, თბილისის
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორები, ცნობილი
ქართველი და უცხოელი დიზაინერები.
WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მოულტრი პრეზენტაციით წარსდგა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სადაც ევროპის 14 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მოულტრი წარსდგა მოხსენებით დიზაინის ეკონომიკის შესახებ. მან თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმატებული დიზაინი ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას, რაც აისახება როგორც პროდუქტის ფასის ზრდაზე, ისე კომპანიების მოგებაზე. ამ კონტექსტში, დიზაინი განიხილება არა მხოლოდ ვიზუალურ ელემენტად, არამედ როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპონენტებს.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების გამოფენა გაიმართა
თბილისში დიზაინის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით იმართება და მასში ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში, მოეწყო ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა , სადაც წარმოდგენილია ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: „ავთანდილი“, „ეშვი“, „დალოოდი“ და „სამოსელი პირველი“. ექსპოზიცია, ასევე, აერთიანებს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ტრადიციული სამოსისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშებს.