საქპატენტის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მთავრობათშორისი კომიტეტის (IGC) სესიის მუშაობაში
WIPO-ს ორგანიზებით ჟენევაში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის შესახებ WIPO-ს მთავრობათშორისი კომიტეტის (IGC) რიგით 53-ე სესია. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო საერთაშორისო დისკუსიის გამართვა ტრადიციული ცოდნის, კულტურული გამოხატულებებისა და გენეტიკური რესურსების დაცვის საკითხებზე
საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო 2026 წლის PATLIB-ის კონფერენციაში PATLIB Next Level − ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების კომერციალიზაციის ახალი შესაძლებლობები
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის საპატენტო უწყებისა (EPO) და პოლონეთის რესპუბლიკის საპატენტო უწყების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საპატენტო ინფორმაციის ცენტრების ქსელის (PATLIB) 2026 წლის კონფერენცია PATLIB Next Level.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა.
საქპატენტში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო პროგრამას 10 ქვეყნის წარმომადგენელი გაივლის, სწავლებას ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვარშავისა და ალიკანტეს უნივერსიტეტების პროფესორები გაუძღვებიან
საქპატენტში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, მიმდინარეობს გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სპეციალიზებული სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს
საქპატენტის ორგანიზებით სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ჩაატარებენ
2026 წლის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულ პირებს საქპატენტი შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი კურსი, რომელიც ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით ხორციელდება. კურსს სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) პროფესორები გაუძღვებიან
დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა მეორე საკვალიფიკაციო გამოცდა
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2026 წლის 14 სექტემბრის №291 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხელმძღვანელებს, გაერთიანებულია შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ჩრდილოეთი მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა და თურქეთი.
საქპატენტისა და ELSA-ს საზაფხულო სკოლამ საქართველოში ათეულობით უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან
ევროკავშირის წევრი 9 სახელმწიფოს, ასევე დიდი ბრიტანეთის, მონტენეგროს, სერბეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში ინტენსიური აკადემიური პროგრამა გაიარეს.
საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
საქპატენტის
სათავო ოფისში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის
ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე,
ასევე ქ. თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები – ქ. თბილისის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა,
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს სპორტისა
და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
სოსო გიორგაძე WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს შეხვდა
ქ. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შეხვდა WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს.