
ინტელექტუალური საკუთრების ტრენერთა რიცხვი გაიზარდა
საქპატენტის თავმჯდომარემ
მინდია დავითაძემ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს ინტელექტუალური
საკუთრების ტრენერის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებმა მონაწილეობა
მიიღეს სპეციალური გადამზადების პროგრამაში - „ტრენერთა ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების
სამართალში “.

მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საქპატენტის
თავმჯდომარე მინდია დავითაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) ახალ გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა. ჟენევაში, WIPO-ს სათავო
ოფისში, გამართული შეხვედრის შედეგების, WIPO-სთან სამომავლო თანამშრომლობის
პერსპექტივების და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქპატენტი ინტელექტუალური
საკუთრების პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის რეგიონულ ჰაბად
ჩამოყალიბებისთვის დგამს, „ინტერპრესნიუსს“ საქპატენტის თავმჯდომარე, მინდია
დავითაძე ესაუბრა.

შვეიცარიის კონფედერაციასა და საქართველოს შორის ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების თემაზე მინდია დავითაძე დოქტორ ქეთრინ ჩამარტინს შეხვდა
შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური
სამუშაო ვიზიტით მყოფი საქპატენტის თავმჯდომარე შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური
საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ქალაქ ბერნში გამართული
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას
შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს
აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები.

დარენ ტანგი - ჩვენ საქართველოს მივიჩნევთ ძალიან ძლიერ და სანდო პარტნიორად
საქპატენტის
თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) ახალი გენერალური დირექტორის დარენ ტანგის შეხვედრა გაიმართა WIPO-ს სათავო
ოფისში, ჟენევაში. 2021 წელს საქპატენტის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს WIPO-ს ცენტრალური
ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფს (CEBS) და საქპატენტის ხელმძღვანელმა დარენ
ტანგს ჯგუფის კოორდინატორი პირადად წარუდგინა.
საქპატენტის სააპელაციო პალატის კანონმდებლობის სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია EUIPO-ს დახმარებით განხორციელდება
საქპატენტის სააპელაციო პალატის როლის გაძლიერება, შესაბამისად, ძლიერი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ჩამოყალიბება, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) კომპონენტია. EUGIPP-ის ფარგლებში, საქპატენტს პალატის გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობის დახვეწაში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) დაეხმარება. თანამშრომლობის ფორმატის შეჯერების მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს პრეზიდენტს თეოფილ მარგელოს შეხვდა.

მინდია დავითაძე დავით სონღულაშვილს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისია - იტალიისა და საფრანგეთის წარმატებული გამოცდილება
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. აღნიშნული მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა უწყების ექსპერტებსა და მათ ევროპელ, კერძოდ იტალიელ და ფრანგ კოლეგებს შორის.

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
საქართველოში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციაზე, მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი ორგანო - გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისია ყალიბდება. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში, რომლის მთავარი პარტნიორია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის N698 დადგენილების საფუძველზე, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ გადადის არასამუშაო რეჟიმზე.
საქართველოში არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2021 წლის 3-15 იანვრის პერიოდი
გამოცხადებულია უქმე დღეებად. არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა
ბანკების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
საქპატენტი მუშაობას 2021 წლის 18 იანვრიდან განაახლებს.

საქპატენტმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მესამე ადგილზე გასული გუნდი დააჯილდოვა
2020 წლის 29 დეკემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. საქპატენტმა დააჯილდოვა მესამე ადგილზე გასული ახალციხის საჯარო სკოლის გუნდი პროექტისთვის მობილური აპლიკაცია „GoGeoGo“. პროგრამა დაეხმარება საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.

