
საბინე მახლი - „გაეროში ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების საფუძველს”
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის 2021-2024წწ. სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაში უწყებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება. მიმდინარე პროექტის განხილვისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა.
საქპატენტის გადაწყვეტილებით DL101GE-ს ყველა წარჩინებული კურსდამთავრებული WIPO-ს განვითარებული საფეხურის კურსს უფასოდ გაივლის
„ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE)“ საშემოდგომო სესიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საქპატენტში უმასპინძლეს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი სერტიფიკატები მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლმა.

სამძიმრის წერილი
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის ქალბატონი მაია ჯინჭარაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

საქპატენტი Amazon-თან, Ebay-სთან, Alibaba-სთან და Rakuten-თან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) - ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში, საქპატენტმა Amazon-თან, Ebay-სთან, Alibaba-სთან და Rakuten-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უნდა გააფორმოს. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს 30 მარტს, პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-7 შეხვედრაზე.

ქართული მანდარინი და ქართული თხილი - საქპატენტი ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე იწყებს მუშაობას
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) - ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში, საქპატენტი იწყებს ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე მუშაობას. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს 30 მარტს, პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-7 შეხვედრაზე.

ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე - DL101GE რეგისტრაცია დაიწყო
საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, გაძლევთ შესაძლებლობას დისტანციურად, უფასოდ და ქართულ ენაზე გაიაროთ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი, მიიღოთ საერთაშორისო სერტიფიკატი და, სურვილის შემთხვევაში, განაგრძოთ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სხვა სპეციალიზებული კურსების შესწავლა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა -„საქპატენტმა“ შეუსაბამა პრაქტიკა CP10-ს
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ გამოაქვეყნა პრაქტიკის დოკუმენტი, რომელიც ეხება ინტერნეტით დიზაინებზე ინფორმაციის გახსნის შეფასების კრიტერიუმებს და შეიცავს რეკომენდაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო ფორმატის შემუშავებაში საქპატენტს დახმარებას USAID-ი გაუწევს
კრეატიულ ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის გაუმჯობესებაზე საქპატენტი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობას იწყებენ. ამ მიზნით, 25 მარტს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

სეუ-ს საბიბლიოთეკო საქმიანობაში საავტორო უფლებების დაცვის ხარისხი გაუმჯობესდება
საქპატენტის მიერ შემუშავებული სასწავლო ღონისძებების ფარგლებში, უწყების სასწავლო ცენტრმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, საავტორო უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. მიზნობრივი ჯგუფისთვის საგანგებოდ შექმნილი კომპლექსური ტრენინგი მოიცავს საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელთა ცოდნა ხელს შეუწყობს სეუ-ს საბიბლიოთეკო საქმიანობაში საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების კანონიერად გამოყენებას.
ხელვაჩაურის მანდარინი, ქედას ჩხავერი, ხულოს კარტოფილი და ჩაქვის ჩაი პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალშია
აჭარის რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების განსაზღვრის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს გიორგი სურმანიძეს შეხვდა. საქპატენტის ინიციატივაა, აჭარული ჩლეჩილისა და მაჭახელას თაფლის შემდეგ, გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატოს კიდევ სხვა განსაკუთრებული ხარისხის, თვისებებისა და რეპუტაციის მქონე აჭარული პროდუქტები.