საერთაშორისო სიმპოზიუმი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ
2017 წლის 29 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ იანგჟოუში, იმართება მსოფლიო სიმპოზიუმი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, რომელიც ორგანიზებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობის და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) მიერ. აღნიშნული სიმპოზიუმი, მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს გეოგრაფიული აღნიშვნების დარგში უმნიშვნელოვანეს მოვლენას და ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. სიმპოზიუმის მიზანია, ფორუმის მოწყობა იდეების გაცვლის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა/გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. სიმპოზიუმი, აგრეთვე უზრუნველყოფს ტექნიკურ წვდომას და ინფორმაციის გაზიარებას გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში უახლესი მიღწევების შესახებ. სიმპოზიუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო მუჯირმა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე „ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნების მენეჯმენტი“.
ePCT ტრენინგი საქპატენტში
28 - 29 ივნისს (2017 წ.) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი ტარდება ePCT (Patent Cooperation Treaty- საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება) პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც ატარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წარმომადგენელი. ტრენინგის პირველ დღეს ePCT პლატფორმის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიიღეს საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ფორმალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტებმა, ხოლო დღეს WIPO-ს წარმომადგენელი აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაზე ინფორმაციას გააცნობს დაინტერესებულ პირებს, პატენტრწმუნებულებსა და განმცხადებლებს.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი საქპატენტი 25 წლისაა

განცხადება: ტრეინინგი ePCT, 29 ივნისი 2017
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 29 ივნისს 10:00 საათზე საქპატენტის ვაკის ოფისში (ნ. რამიშვილის ქ. N31) გაიმართება ტრეინინგი ePCT პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრეინინგს ჩაატარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და იგი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, განსაკუთრებით, პატენტრწმუნებულებისთვის და განმცხადებლებისთვის.
ტრეინინგში მონაწილეობა უფასოა. მსურველებს გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შემდეგ მისამართზე: ntsukhishvili@sakpatenti.org.ge

საქპატენტი 25 წლისაა
დღეს, 14 ივნისს (2017წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი დაარსებიდან 25 წელს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო ბილტმორის დარბაზში იმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ . კონფერენცია, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით ტარდება, გახსნა WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯონ სენდეიჯმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ. კონფერენციაზე მსჯელობენ ინოვაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების მზარდ როლზე თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში და ინოვაციის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისათვის. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, WIPO-ს, ევროპის საპატენტო უწყების, სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობა ორი დღე გაგრძელდება.

საქპატენტმა გამომგონებლები, კომპანიები და პატენტრწმუნებულები დააჯილდოვა
დღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი დაარსებიდან 25 წელს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, საზეიმო მიღება იმართება. ღონისძიებაზე საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ ყველაზე მეტი ადგილობრივი დიზაინისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანიები დააჯილდოვა, მათ შორის - „ემბავუდ ჯორჯია“, «ქართუ - უნივერსალი», ,,ავერსი ფარმა“, ,,საქართველოს ბანკი“, ,,ბარამბო“ და სხვა კომპანიები. დიპლომი და ჯილდოები გადაეცათ ყველაზე მეტი პატენტის მფლობელ გამომგონებლებსა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადების წარდგენაში ლიდერ პატენტრწმუნებულებს.
საქპატენტს ისმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯონ სენდეიჯი ესტუმრა
დღეს, 13 ივნისს, საქართველოს ორდღიანი საქმიანი ვიზიტით ეწვია ისმო-ს (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილე ჯონ სენდეიჯი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში დაესწრება და გახსნის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, - „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ (14-15 ივნისი).

საქპატენტმა „ინოვაციების ბანაკში“ მიიღო მონაწილეობა
მიმდინარე წლის 11 ივნისს საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო პროექტში - „ინოვაციების ბანაკი“, რომლის მიზანი იყო 15-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეების ინოვაციური აზროვნების განვითარება და სამეწარმეო საკითხებში ცნობიერების ამაღლება.

Creative Business Cup Georgia - ქართული კრეატიული სტარტაპების ყოველწლიური ჩემპიონატი ჩატარდა
2017 წლის 11 და 15 ივნისს საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო კრეატიული სტარტაპების საქართველოს მეორე ჩემპიონატში Creative Business Cup Georgia (CBC) 2017. ჟიურის შემადგენლობაში მონაწილეობდა საქპატენტის გამოგონებების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია. პროექტების წინასწარი შეფასების მიზნით, საქპატენტმა ჩაატარა ასევე წინასწარი საპატენტო ძიება.

პირველი იმიტირებული სასამართლო პროცესის შესახებ
8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ოთხი მერვედფინალური იმიტირებული პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები, რომლებმაც 2-4 ივნისს, ბორჯომში, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სკოლის ტრენინგი გაიარეს.
