
საქპატენტი პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმას იწყებს
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ კიდევ ერთ რეფორმას პატენტრწმუნებულთა სფეროში იწყებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო საქპატენტის მიერ მომზადებული „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც მთავრობის წევრებმა მოიწონეს და განსახილველად საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე გადაეგზავნება.
საქპატენტის თავმჯდომარემ 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი „Green star “დააჯილდოვა
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ წელს მეცხრედ ჩატარდა. საქპატენტი კონკურსის მუდმივი და აქტიური მხარდამჭერია. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს აჯილდოებს ფინალისტ გუნდებს და უკვე მესამე წელია მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებასა და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ზემოაღნიშნულ პროექტს.

საქპატენტის ინიციატივით მოსამართლეებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სამართალში სწავლების დისტანციური კურსი DLJTIP ინერგება
საქპატენტის ინიციატივით დაიწყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული დისტანციური კურსის DLJTIP შემუშავებისა და დანერგვის პროცესი. კურსი განკუთვნილია ქართველი მოსამართლეებისთვის და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას. პროექტი ხორციელდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში - საქპატენტის თანამშრომლობით იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან და WIPO-ს მხარდაჭერით.

საქპატენტში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სფეროში მასშტაბური რეფორმა ხორციელდება. რეფორმის ფარგლებში, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს შესაბამისი დირექტივების გათვალისწინებით, თვისობრივად გადაიხედა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად დარეგულირდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის საკითხები. კერძოდ, ახალმა კანონმა იმპერატიულად დაავალდებულა ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის მსურველი ორგანიზაციები, გაიარონ სახელმწიფო აკრედიტაცია. ამასთან ერთად, საქპატენტს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, დაეკისრა ვალდებულება, კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად გამოეცხადებინა კონკურსი.

საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის რიგით მე-7 სხდომა გაიმართა

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ერთ-ერთი მონაწილე საქპატენტის რჩეული გახდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ყოველწლიური კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“, კონკურსის დაარსების დღიდან მისი ერთგული მხარდამჭერი და საკონკურსო კომისიის მუდმივმოქმედი წევრია.
საქართველოში საპატენტო საქმიანობის გასაუმჯობესებლად შვეიცარიული მხარის ჩართულობით ახალი პროექტი დაიწყო
საქპატენტისა და შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ერთობლივი პროექტის (GESIP) ფარგლებში, საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ექსპერტებისთვის გაიხსნა სამდღიანი ტრენინგი, რომელიც 14-16 ნოემბერს ჩატარდება. ტრენინგების მთავარი თემა შეეხება მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. მოქმედების თავისუფლების ძიება არის შესწავლის პროცესი, რომლითაც დგინდება მესამე პირის პატენტების დარღვევის რისკი კონკრეტული პროდუქტის ან ტექნოლოგიის კომერციული გამოყენების დროს.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2023 გაიმართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2023 გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონის ყველა - რვა მუნიციპალიტეტის ფერმერებმა, გლეხებმა, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელმა კომპანიებმა. ფესტივალის მიზანია, მათ მიერ წარმოებული საუკეთესო ჭაჭის ნიმუშების გამოვლენის გზით, მათი წახალისება-ხელშეწყობა. ასევე, ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის, როგორც დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის და მისი სასარგებლო თვისებების პოპულარიზაცია.
საქპატენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ თანამშრომლებმა, აქციის - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე
სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.

თუშური გუდის მწარმოებლებისთვის ალვანში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ინტელქტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა
- „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად,
ფერმერების, ასოციაციებისა და მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო,
რომელიც მიზნობრივი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს - საწყის ეტაპზე
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებიდან თუშური გუდა შეარჩია.

