საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენება საქმიანობის პროცესში - საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენინგი ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევს ტრენინგს „საავტორო უფლებები“ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში, ბანკის თანამშრომლები მიიღებენ ინფორმაციას საავტორო უფლებების ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც მათ საქმიანობის პროცესში ესაჭიროებათ.

დარენ ტანგმა საქართველოს პრეზიდენტს WIPO-ს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა აღუთქვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა.
WIPO-ს 62-ე გენერალურმა ასამბლეამ მუშაობა დღეს, 4 ოქტომბერს დაიწყო
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე, დღეს, სიტყვით წარსდგა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი სახელმწიფოების გენერალური ასამბლეის გახსნაზე.

საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, სანან ტაპდიგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველო - აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო - აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-8 სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილეს.

საქპატენტსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებას შორის ურთიერთ- თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის საპატენტო უწყება (EPO) ახალგაზრდა გამომგონებლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას
მომავალი თაობის ინოვაციური უნარების წახალისების მიზნით, EPO-ს ყოველწლიურ კონკურსს -„ევროპელი გამომგონებლის ჯილდო“, 2022 წელს ემატება ახალი ნომინაცია - „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზი“. ეს პრიზი განკუთვნილია ახალგაზრდა ინოვატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

საქპატენტში WIPO-ს ციფრული წვდომის სისტემა (DAS) დაინერგა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ადმინისტრირებად ელექტრონულ სისტემას DAS-ს (Digital Access Service), რომელიც სისტემაში ჩართულ ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ, ელექტრონული სახით, გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული, პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
DL101GE-ს მე-7 სესიის წარჩინებული მსმენელებისთვის WIPO-ს აკადემიის მოწინავე კურსები უსასყიდლოა
ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) გაზაფხულის სესიის წარჩინებულ 12 კურსდამთავრებულს დღეს სერტიფიკატები გადაეცა. საქპატენტის ინიციატივით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), 12-ვე პირს, მათი ინტერესის გათვალისწინებით, WIPO-ს აკადემიის სპეციალიზებულ კურსს დაუფინანსებს.

გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ უკანონო გამოყენების ფაქტი ესტონეთის ბაზარზე აღიკვეთა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის – „საქპატენტი“, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ყველის დაცული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის - „სულგუნი“ უკანონოდ გამოყენების ფაქტს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, სუპერმარკეტების ქსელიდან „SELVER“ ამოღებულ იქნა დასახელება „Suluguni“-ით უფლების დარღვევით ნიშანდებული პროდუქცია.


