
საქართველო UPOV-ის კონვენციასთან მიერთების თარიღს აღნიშნავს
დღეს საქართველო აღნიშნავს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) წევრობის 13 წლის იუბილეს.
UPOV-ი არის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად შექმნილი კავშირი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობათა მოთხოვნების ჰარმონიზება და ამ მიზნით მეთოდური და ტექნიკური დახმარების გაწევა.

„ნინოწმინდის თაფლს“, „ბოლნისს“, „სალხინოს ოჯალეშს“ და კიდევ სამ გეოგრაფიულ აღნიშვნას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლოა მომავალში დაცვა მიენიჭოს
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საქპატენტისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან განიხილა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან და დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ექვსი ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის, კერძოდ, ღვინის ხუთი ქართული დასახელების - „სალხინოს ოჯალეშის“, „წარაფის“, „ახმეტას“ (ახმეტის მწვანე), „ახოების“, „ბოლნისის“ და ასევე, „ნინოწმინდის თაფლის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლო დაცვის მინიჭების საკითხი, ამჟამად ევროკავშირში მიმდინარე შიდა პროცედურების სტატუსი.

ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტი (EUGIPP): სახელმძღვანელო ეროვნული და საერთაშორისო დიზაინების ექსპერტიზის შესახებ
2021 წ. 15 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ ოფიციალურად გამოაქვეყნა ეროვნული და საერთაშორისო დიზაინების ექსპერტიზის სახელმძღვანელო. ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტით (EUGIPP), რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), დასრულდა მრავალწლიანი საქმიანობა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით. აღნიშნული სახელმძღვანელოს ქართული ვერსიის შემუშავებაზე, რომელიც პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპია, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ექსპერტებმა EUIPO-სა და საქპატენტის იურისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაზე უფლებამოსილი პირების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, საქპატენტის თანაორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებსა და პროექტში ჩართულ ექსპერტებს შორის, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის დასახვეწად.

CLDP-ის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი „საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციები საქართველოში“
ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის თაობაზე.

საქართველოს გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გაეცნენ
საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებს საქპატენტში უმასპინძლეს. სტუმრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ.
დიზაინის ექსპერტიზის ახალი სახელმძღვანელო შემუშავებულია - საქპატენტის ორგანიზებით „დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ სემინარი გაიმართა.
საქპატენტის ორგანიზებით, ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დიზაინის ექსპერტებისთვის, უფლებამფლობელებისა და მოსარგებლეებისთვის გაიმართა სემინარი „დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ დიზაინის ექსპერტიზის ახალ სახელმძღვანელოს და მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია პრაქტიკაში მისი გამოყენების თაობაზე.
საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენება საქმიანობის პროცესში - საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენინგი ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევს ტრენინგს „საავტორო უფლებები“ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში, ბანკის თანამშრომლები მიიღებენ ინფორმაციას საავტორო უფლებების ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც მათ საქმიანობის პროცესში ესაჭიროებათ.

დარენ ტანგმა საქართველოს პრეზიდენტს WIPO-ს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა აღუთქვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა.
WIPO-ს 62-ე გენერალურმა ასამბლეამ მუშაობა დღეს, 4 ოქტომბერს დაიწყო
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე, დღეს, სიტყვით წარსდგა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი სახელმწიფოების გენერალური ასამბლეის გახსნაზე.
