
საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, გამოგონებები, შექმნილი დიზაინი, ახალი ჯიში და სასაქონლო ნიშნები - მოსწავლეებმა თავიანთი ინტელექტუალური შრომის შედეგები წარმოადგინეს
ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა კრეატიულად გამოხატეს ღონისძებაზე, რომელიც დასკვნითი ეტაპი იყო ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტის - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში", რომელიც მიმართული იყო ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობისკენ. საქართველოს მასშტაბით პროექტში ჩართული იყო 6 საჯარო სკოლა თბილისში, რუსთავსა და გორში.

„კალიანდრე“ - გორის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ სელექციით მიღებული ვაშლის ახალი ჯიში
ვაშლის ახალი ჯიშის, „კალიანდრეს“, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის იმიტირებული განხილვა მოეწყო და დაცვისუნარიანობაზე მსჯელობა გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გორის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა კრეატიულად გამოხატეს და თავისი ნამუშევრები საჯაროდ გამოფინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ერთ-ერთი კომპონენტის -„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში" განხორციელებაში.

განცხადება
4 მაისიდან 11 მაისამდე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი გადადის არასამუშაო რეჟიმზე.
აღდგომის შემდგომი პერიოდი საქართველოს მთავრობის დადგენილებით (2021.16.04. N175) გამოცხადებულია უქმე დღეებად.
საქპატენტი მუშაობას 2021 წლის 13 მაისიდან განაახლებს.

დიზაინის ექსპერტიზის სახელმძღვანელო განსახილველად პატენტრწმუნებულებსა და დაინტერესებულ პირებს წარედგინათ
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში შეიქმნა დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო, რომლის შედგენაზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) და საქპატენტის იურისტები. სახელმძღვანელოს შექმნა ემსახურება საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობის და განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას.

პატენტის მიღების პროცედურებს ათასწლეულის ინოვაციების 2021 წლის კონკურსანტები გაეცნენ
სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ათასწლეულის ინოვაციების 2021 წლის კონკურსის ნახევარფინალში გადასული გუნდების წევრები არიან, ვებინარი „ინტელექტუალური საკუთრება - იდეიდან ინოვაციამდე“ ჩატარდა.

თბილისის N122 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნა
ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა თბილისის N122 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კრეატიულად გამოხატეს და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, გამოგონებები, დიზაინის ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები. ეს იყო დასკვნითი ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტისა -„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში".
საქპატენტი მუშაობს სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც უწყების არსებობის ისტორიაში პირველი იქნება
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი საზოგადოებას რამდენიმე თვეში წარუდგენს ოთხწლიან ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიას. დოკუმენტზე მუშაობა ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის “მმართველობის რეფორმის ფონდი” (UNDP-GRF) მხარდაჭერით და მისი სტრუქტურა დაეფუძნება მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესს“.

საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქპატენტი და სტუ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ
საქპატენტმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ, ასევე სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადებისკენ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ.

ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა კრეატიულად გამოხატეს - გამოფენა გორის N12 საჯარო სკოლაში
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეს, გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ინტელექტუალური შრომის შედეგი - საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, გამოგონებები, დიზაინის ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები წარმოადგინეს. ეს ღონისძება იყო დასკვნითი ეტაპი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტისა -„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში", რომელიც მიმართული იყო ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობისკენ.
DL101GE კურსის გავლის შემდეგ თსუ-ს სტუდენტები შეძლებენ შესაბამისი კრედიტების მიღებას
ინტელექტუალური საკითხების დარგში სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული სასწავლო აქტივობების დანერგვის მიზნით, საქპატენტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს, რომელსაც საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ინტელეტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) გავლის შედეგად სტუდენტებისთვის შესაბამისი კრედიტების მინიჭებას, რაც ხელს შეუწყობს დარგში ცნობიერების ამაღლებას, კურსის ცნობადობას და სამომავლოდ დარგის პროფესიონალთა რიცხვის გაზრდას.