
საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისიის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მუშაობს
ახალი გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციასა და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი, გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისია ყალიბდება. ასეთი ტიპის პირველი, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში.

სემინარი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, საქპატენტისა და EUGIPP პროექტის გუნდის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი - “დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები“.
სემინარზე მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოს პრეზიდენტმა, ჟოაო ნეგრაომ და პირველი და მეორე საბჭოს თავმჯდომარეებმა, გორდონ ჰამფრიმ და სვენ შტურმანმა.
გეოგრაფიული აღნიშვნები და სასაზღვრო ღონისძიებები
ქართველი მებაჟეებისთვის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა.
საქპატენტის მიერ ორგანიზებული სემინარი ტვინინგის პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 25-მა წარმომადგენელმა.
ღონისძიება გახსნეს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ, იტალიის საბაჟოს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორატის წარმომადგენელმა ჯოვანი პიჩიროლიმ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერანძემ.
გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) წელს განახლებული ფორმატით ტარდება
ინტელეტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის პროფესიული განვითარების პროგრამის ( PDP) სასწავლო კურსი „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ დღეს გაიხსნა. 2 ივლისის ჩათვლით, დისტანციურ რეჟიმში, ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართულებით დასაქმებული საჯარო უწყებების წარმომადგენლები აღიჭურვებიან გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით. ღონისძიება ხორციელდება საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის ორგანიზებითა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორობით.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმის ფარგლებში, მოსამართლეების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმის მესამე დღე მოსამართლეებსა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების განხილვას დაეთმო.

ტექნოლოგიების გადაცემა საქართველოში
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის , გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძებაში „ტექნოლოგიების გადაცემა საქართველოში“ (Technology Transfer in Georgia).
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი იმართება
ღონისძიება საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - ,,ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში ტარდება.

გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლის განხორციელება და კომპეტენტური უწყებების როლი
გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო კონტროლი, ავტორიზაცია და სერტიფიცრება - აღნიშნული საკითხები საქპატენტისა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგზე განიხილეს. ღონისძიება ტვინინგის (TWINNING) პროექტის ფარგლებში „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და კონტროლის სისტემის ეფექტური დანერგვა“ ჩატარდა.
ტრენინგზე ყურადღება კონკრეტული უწყებებისა და მაკონტროლებელი ორგანოების როლის, ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ გამახვილდა. მონაწილეებმა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და ცოდნა გაიზიარეს. ასევე გაეცნენ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემას და ხელს შეუწყობს ამ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას.
„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ - წარმატებული პროექტების სიაშია
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებულმა ერთ-ერთმა კომპონენტმა - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში", წარმატებული პროექტის ყველა კომპონენტი დააკმაყოფილა და უმაღლესი შეფასება მიიღო.
დასკვნითი ღონისძიება საპქტენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძესთან ერთად გახსნა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა - კრისტიან არშამბომ, საქართველოში ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ - კატალინ გერმანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - ეკატერინე დგებუაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილმა.
ღონისძიებაზე გაცხადდა პროექტის განმეორებით განხორციელების მზადყოფნა, მაგრამ ამჯერად უფრო მასშტაბურად, ყველა მუნიციპალიტეტის სკოლის ჩართვით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქპატენტში ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ხელმძღვანელს უმასპინძლეს
საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის, მინდია დავითაძის შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალურ დირექტორთან, დევიდ ლოურენს ლისთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი პროექტების შემუშავების საკითხს - საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების გაზრდისა და საქპატენტის თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიმართულებით.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) საქართველოში წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მთავარი აქცენტი კეთდება რეგიონებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასოციაციის მთავარი მისიაა საქართველოში ევროპული ბიზნესის, ასევე საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტირების ხელშეწყობა.


