
23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
ადამიანის ინტელექტი უნიკალურია, ამიტომ ყველაფერი რასაც ის ქმნის, მას ეკუთვნის და დაცვასაც საჭიროებს. საავტორო უფლებების დაცვის გარეშე, ცივილიზაციის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა, ადამიანები კი დაკარგავდნენ სულიერი და კულტურული გამდიდრების შესაძლებლობას.

აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას - ინტერვიუ მინდია დავითაძესთან
პანდემიის გამო შემქნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი სრულყოფილად განაგრძობს მუშაობას და მომხმარებლებისთვის სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. როგორც საერთაშორისო გამოცემა World Trademark Review-ის სტატიიდან ჩანს, საქპატენტი მსოფლიოში იმ ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სიაშია, რომელიც მთლიანად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა და შეფერხება არ ქონია.

საქპატენტის სააპელაციო პალატაში პირველი დისტანციური სხდომა გაიმართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად აგრძელებს საქმიანობას.

დიზაინის გრაფიკულად გამოსახვა - პრაქტიკის ახალი დოკუმენტი
საქპატენტი, ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაა, რომელმაც დიზაინის გრაფიკულად გამოსახვას საკუთარი პრაქტიკა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების საერთო პრაქტიკას შეუსაბამა.

განცხადება
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.
#stopCov
#დარჩისახლში

განცხადება
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, საქართველოში კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს განმცხადებლებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ საქპატენტის ოფისებში ვიზიტისგან და გამოიყენონ უწყების ელექტრონული განაცხადების სისტემა (www.sakpatenti.gov.ge).

ტვინინგის პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-4 შეხვედრა
(ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ,,საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მმართველი კომიტეტის რიგით მეოთხე შეხვედრა)

„იდეიდან ინოვაციამდე - ინტელექტუალური საკუთრება სტარტაპებისთვის“ - JET 29-ის მონაწილეებისთვის ტრენინგი ჩატარდა
დღეს, 27 თებერვალს (2020წ.), ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საჭიროებას გაეცნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში შეკრებილი სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამაში JET29.
საქპატენტს ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა
2020 წლის 14 თებერვალს, საქპატენტის მცხეთის ოფისში, გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, იერმეკ კუანტიროვსა და საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მანანა ფრუიძეს შორის.

საქპატენტმა ტეკილას ნიშანი საქართველოში კოლექტიურ ნიშნად დაარეგისტრირა
დღეს, 11 თებერვალს (2020წ.), საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტს, მიგელ ანგელ დომინგო მორალესს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - ,,საქპატენტი“, ,,ტეკილას“ კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაციის მოწმობა გადაეცა. ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანია ტეკილას საქართველოს ბაზარზე პოპულარიზაცია და ასევე, ქართული ღვინის მექსიკის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა, ორი დღეა მიმდინარეობს.


