
გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ამოქმედდა ისმო-ს ახალი საძიებო სისტემა - “MADRID MONITOR”
2018 წლის პირველი იანვრიდან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (ისმო) აამოქმედა ახალი ერთიანი საძიებო სისტემა - “MADRID MONITOR”, რომელიც სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო განაცხადის და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის სტატუსის შემოწმების საშუალებას იძლევა, ასევე დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მადრიდის სისტემით დარეგისტრირებულ ყველა სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.

მადრიდის სისტემის მე-100 წევრი - ინდონეზია
გარდამტეხი მომენტი მადრიდის სისტემის ისტორიაში - მადრიდის პროტოკოლს ინდონეზია შეუერთდა. პროტოკოლი ინდონეზიაში ძალაში შევა 2018 წლის 2 იანვარს, რის შედეგადაც ინდონეზიის ადგილობრივი სასაქონლო ნიშნის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, მადრიდის სისტემის მეშვეობით და ერთი საერთაშორისო განაცხადის შევსებით, დაიცვან თავისი სასაქონლო ნიშანი მადრიდის წევრ ქვეყნებში, ხოლო მადრიდის სისტემის წევრი ქვეყნები შეძლებენ სასაქონლო ნიშნის დაცვას ინდონეზიაში.

ჰაკათონი- მე პატივს ვცემ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს!
დღეს, 15 დეკემბერს (2017წ.) 21:00 საათზე, საქპატენტში, სტარტს იღებს ჰაკათონი. 48 საათიანი მარათონის განმავლობაში მონაწილეებმა რეალობად უნდა აქციონ იდეა, რომელიც შეესაბამება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემატიკას. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ 2017 წლის თემად გამოცხადდა „ინოვაცია - ცხოვრების გაუმჯობესებისთვის“ და წევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს მიეცათ რეკომენდაცია მითითებულ თემაზე კონკურსის ჩატარების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში, საქპატენტმა ორგანიზება გაუწია ჰაკათონის ფორმატის კონკურსის ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემის მნიშვნელობის გააზრებასა და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას.

საქპატენტი ორდღიან სემინარს მასპინძლობს
დღეს, 12 დეკემბერს (2017წ.), ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების თემაზე სამუშაო შეხვედრა დაიწყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის ოფისში. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქპატენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებიან საბაჟო და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მოსამართლეები. შეხვედრას უძღვებიან დარგის ექსპერტები ინგლისიდან, ესტონეთიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, ასევე ისმო-სა და საქპატენტის წარმომადგენლები.

საქპატენტი Start-In-Georgia- ს მონაწილეა
დღეს, 18 ნოემბერს, 10:00 -18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობას იღებს ქართული სტარტაპების ასოციაციისა და Start Business Solutions- ის ორგანიზებით გამართულ გამოფენაში Start-In-Georgia - „ყველაფერი ჩემი სტარტაპისთვის“.დღეს, 18 ნოემბერს, 10:00 -18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობას იღებს ქართული სტარტაპების ასოციაციისა და Start Business Solutions- ის ორგანიზებით გამართულ გამოფენაში Start-In-Georgia - „ყველაფერი ჩემი სტარტაპისთვის“.
კიშინიოვში საქართველოსა და მოლდოვას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა
2017 წლის 14 ნოემბერს, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში, „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

„მაიქროსოფთი“ კომპანიებს კიბერსაფრთხეებისგან თავის დაცვის სერვისს სთავაზობს
ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების განსახილველად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში 2017 წლის 7 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და „მაიქროსოფთის“ „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვისა და შესაბამისობის“ დირექტორი ლორან სინიორე.

გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
2017 წლის 3 ნოემბერს, „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისში, გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონია.

ბერნში გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა
2017 წლის 25-26 ოქტომბერს, შვეიცარიაში, ქ. ბერნში, ,,საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, საქართველოსა და შვეიცარიის მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
