ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO), ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზება გაუკეთა მრგვალ მაგიდას სახელწოდებით „სასწავლო ცენტრებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა“.
საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - მეკობრეობის პრობლემაზე იმსჯელეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს, 15 ივლისს, საქართველოს პარლამენტში. სექტორებს შორის დიალოგის ფორმატი ორგანიზებული იყო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატთა მხარდაჭერით.
დღეიდან, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სასაქონლო ნიშნების საძიებო ინსტრუმენტში, TMClass-ში, საქონლის და მომსახურების 60 000-მდე ტერმინი ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ქართველ და უცხოელ განმცხადებელს მისცემს შესაძლებლობას ავტომატურ რეჟიმში მოიძიოს, თარგმნოს ქართულ ენაზე და ქართული ენიდან სხვა 44 ენაზე საქონლის და მომსახურების ნებისმიერი ტერმინი სასაქონლო ნიშნების განაცხადის წარსადგენად.
ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაციაციის თბილისის ჯგუფისა (ELSA-Tbilisi) და საქპატენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სამართლის საზაფხულო სკოლა დღეს, 13 ივლისს (2020 წ.) გაიხსნა. ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მიზანია ევროპელი და ქართველი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების დარგში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებს.
მოზარდებში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქპატენტის სასწავლო ცენტრმა ჩაატარა დისტანციური ლექცია, სადაც „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ პროგრამის „იყავი მეწარმე“ მონაწილეები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების როლს და მისი დაცვის მექანიზმებს სამეწარმეო საქმიანობაში.
მოგესალმებით!
მე - მინდია დავითაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ, სიამაყით მინდა განვაცხადო: ჩვენი უწყება მსოფლიოს იმ ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციების სიაშია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) და მასთან არსებული აკადემია საქპატენტის სასწავლო ცენტრს დაეხმარება ონლაინ პლატფორმის შექმნაში, სასწავლო მასალების შემუშავებასა და სტაჟირების პროგრამის დანერგვაში - საკითხები განისაზღვრა EUIPO-ს აკადემიის და საქპატენტის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლების დისტანციურ შეხვედრაზე.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამების ახალ კატალოგს შესთავაზებს.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაზე - Eflow-ზე გადადის.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტი სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივარი, სადაც განმცხადებელი მოითხოვდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას. განმცხადებელს უარი ეთქვა კომბინირებული (ლოგო და სახელწოდება) სასაქონლო ნიშნის „ბარბარე ჯორჯაძე“ რეგისტრაციაზე. ექსპერტი დაეყრდნო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი შეიცავს საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს და ეს საკითხი არ არის შეთანხმებული ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან, თუკი ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე.