2017 წლის 1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო საპატენტო განაცხადი (PCT განაცხადი) საქპატენტში შეიტანონ ელექტრონულად, ePCT პლატფორმის გამოყენებით. საქპატენტი, როგორც PCT სისტემის მიმღები უწყება (RO) უკვე ჩაერთო აღნიშნულ პლატფორმაში.
24 მაისიდან (2017 წ.) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პრაქტიკის საერთაშორისო მონაცემთა ბაზა „დართს-აიპი“ (Darts ip) ხელმისაწვდომი გახდა საქპატენტის ექსპერტებისთვის. საქპატენტმა და Darts ip-მა, ბარსელონაში მიმდინარე სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს 5 წლის ვადით.
დღეს, 11 მაისს (2017 წ.) მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავენ საქპატენტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მიზანია ქართველი მეწარმეების დახმარება ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შექმნასა და მის მენეჯმენტში, რაც ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მათთვის ეკონომიკური ღირებულების შექმნას.
დღეს, 5 მაისს (2017 წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, სხვა 50 კერძო და საჯარო ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობას იღებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა (MCA-Georgia) და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU-Georgia)- ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმზე. საქპატენტის წარმომადგენლები სასტუმრო რედისონში ხვდებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს და მათ საქპატენტში სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყების მიერ, ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ნაბეღლავი“ მიღებულ იქნა წინასწარი გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
მთელი საქართველოს მაშტაბით საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების 2000-მდე მოსწავლეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან - 26 აპრილთან დაკავშირებით, სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრებისა უფლებების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება.
განმცხადებელთა საყურადღებოდ!
2017 წლის 27 აპრილიდან ამოქმედდება სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ელექტრონული ფაილინგის ახალი სისტემა შემდეგ მისამართზე: online.sakpatenti.ge
26 აპრილს, აღინიშნება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე, რომელიც ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გადაწყვეტილებით წლევანდელი წლის თემაა ინოვაციები - სლოგანით: „ინოვაცია, ცხოვრების გაუმჯობესებისთვის!“
2017 წლის 12 აპრილს საქპატენტის თბილისის ოფისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ ასოციაციის წევრებს გააცნო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მიზნად ისახავდა ადვოკატთა მოსაზრებების მოსმენას დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
2017 წელს, 9 ივნისიდან იორდანიის სამეფო (JO) ოფიციალურად გახდება PCT- ის 152 -ე მონაწილე.
PCT (Patent Cooperation Treaty-ხელშეკრულება საპატენტო კოოპერაციის შესახებ) არის საერთაშორისო შეთანხმება, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო).
PCT -ის ხელშეკრულების საფუძველზე , გამოგონების პატენტის განაცხადის შეტანის მოთხოვნა შესაძლებელია ერთი საერთაშორისო საპატენტო უწყებიდან ერთდროულად PCT- ის წევრ ყველა ქვეყანაში, რაც წარმოადგენს უფრო მარტივ და ეკონომიურ გზას პატენტის მიღებისათვის.