
საქპატენტის მხარდაჭერით, გურჯაანში ყოველწლიური, ტრადიციული ღვინის ფესტივალი გაიმართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ მხარდაჭერით, გურჯაანში ყოველწლიური ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი წელს მერვედ ჩატარდა და ჯამში 424 მონაწილე გააერთიანა. ღონისძიება ახტალას პარკში გაიმართა და მასში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში მოეწყობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ ცენტრად გარდაიქმნება. შენობაში განთავსდება სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიები, მათ შორისაა საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც გააერთია

საქპატენტში WIPO-ს აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენერთა გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მცხეთის სათავო ოფისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ ორგანიზებული საქპატენტის ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

2024 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში საქართველო 8 პოზიციით დაწინაურდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა 2024 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის რეიტინგი, სადაც საქართველო შარშანდელ მაჩვენებელთან (65-ე ადგილი) შედარებით, 8 პოზიციით დაწინაურდა და 60 საუკეთესო ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა წარმოდგენილი. გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) მსოფლიო ეკონომიკის ინოვაციური შესაძლებლობებისა და შედეგების რეიტინგია, რომელიც მსოფლიოს 133 ქვეყნის ეკონომიკას ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. კვლევის მიზნებისთვის ქვეყნების შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმით ხდება, მათ შორის, ფასდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიცაა: სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე, ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხი, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული გარემო, ასევე, შემოქმედებითი შედეგები, ცოდნის შექმნა და გავრცელება. ინდექსი შექმნილია იმისათვის, რომ რაც შეიძლება სრულად ასახოს ინოვაციების სფეროს სურათი. ის მოიცავს დაახლოებით 80 მაჩვენებელს, მათ შორის, პოლიტიკურ გარემოს, განათლების, ინფრასტრუქტურისა და ცოდნის შექმნის მაჩვენებლებს.

საქპატენტის წარმომადგენლები ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და კავშირის მცენარეთა ჯიშების უწყების (CPVO) 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშებს დეპარტამენტის
უფროსმა მერი მაჭარაშვილმა და სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის
დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინტელექტუალური
საკუთრების უწყებისა (EUIPO) და კავშირის მცენარეთა ჯიშების ოფისის (CPVO) 30 წლის
იუბილესადმი მიძღვნილ ერთობლივ სემინარში „ინტელექტუალური საკუთრების ინოვაციისა და
მდგრადობის შესახებ“. ღონისძიება ჩატარდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების ოფისში

საქპატენტმა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ჩინეთში, ქალაქ სიანში „აბრეშუმის გზის“ რიგით მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა და, ასევე, გაიმართა აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩინეთს შორის თანამშრომლობის საინვესტიციო და სავაჭრო ფორუმი. ღონისძიების ორგანიზატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაცია და შანქსის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი გახლდათ.

საქპატენტის რთველში ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვების მონაწილეობა ტრადიციად იქცევა
საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში რთველი გაიმართა. ყურძნის კრეფის პროცესში თანამშრომლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე. ვაზის ზეიმში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ. რთველში აქტიურად ჩაერთნენ, აგრეთვე, საქპატენტის სტუმრები ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან (WIPO) - აკადემიის ტრენერები და საერთაშორისო ექსპერტები.

საქართველო მარაკეშის ხელშეკრულებას შეუერთდა
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით, საქართველო შეუერთდა „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებას (შემდგომ – მარაკეშის ხელშეკრულება).

პირველად საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დანერგვა იგეგმება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დანერგვის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და ასისტენტ-პროფესორი გვანცა გუგეშაშვილი.
საქპატენტსა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში, ოფიციალური შეთანხმება შედგა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელს, დოქტორ შენ ჩანგუის შეხვდა

