
სასაქონლო ნიშნების განაცხადებზე ექსპერტიზის ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავდა - დოკუმენტის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს
„სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს“ შექმნაზე დარგის სპეციალისტები მუშაობას ასრულებენ. სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გრაფიკულად გამოსახულ სიმბოლოს და მისი დანიშნულებაა განასხვაოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან მომსახურებისგან. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ.

გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭა“ საუკეთესო მწარმოებელ კომპანიად 2022 წელს „ჭაჭა ჰაუსი“ დასახელდა
ტრადიციული „ჭაჭის ფესტივალი“, რომლის მხარდამჭერია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ორწლიანი პაუზის
შემდეგ აღდგა. დღეს, თელავში, კახეთის მხარის რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერების, გლეხების,
მცირე მარნებისა და კომპანიების მიერ წარმოებული
გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭა“ გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.

ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში 2022 წელს 108 მასწავლებელი გადამზადდა
საქპატენტის სასწავლო ცენტრში სკოლის მასწავლებლებისათვის განკუთვნილი მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა დასრულდა. პროგრამის ფარგლებში „ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიის “ დისტანციური კურსი, მიმდინარე წელს, 28 სკოლის 108 მასწავლებელმა გაიარა. ღონისძიების ორგანიზატორები „საქპატენტი“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) იყვნენ.

უნივერსიტეტების როლი ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში - ინოვაციების ბიზნეს ფორუმის თემაა
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე და საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია საქართველოში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს ესწრებიან. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) 26 ოქტომბერს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება.
WIPO-ს ხელმძღვანელი დარენ ტანგი საქპატენტს ესტუმრა
საქართველოში დარენ ტანგის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი საქპატენტის თანამშრომლებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. WIPO-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების დარგში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეების დანერგვის შესაძლებლობებზე, ასევე, მან უპასუხა უწყების თანამშრომლების შეკითხვებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დარენ ტანგის შეხვედრის განსახილველი საკითხები.

პრეზიდენტმა და WIPO -ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე იმსჯელეს
საქართველოს პრეზიდენტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს საქპატენტის 30 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საიუბილეო კონფერენციაში.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი დარენ ტანგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი. ვიზიტის ფარგლებში WIPO-ს ხელმძღვანელმა საქმიანი შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, მიხეილ ჩხენკელთან, სადაც საუბარი შეეხო განათლების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებსა და ამ მიმართულებით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ხელმძღვანელი დარენ ტანგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი. ვიზიტის ფარგლებში WIPO-ს ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, სადაც მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე.
საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“ იმართება
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქპატენტის ორგანიზებითა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით, იმართება საერთაშორისო კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“, რომელიც გახსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურმა დირექტორმა, დარენ ტანგმა.

