
თსუ-ს პრაქტიკული სამართლის კლინიკა ინტელექტუალური საკუთრების სამართალში
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები ინტელექტუალური საკუთრების დარგში სპეციალურ მომზადებას გადიან საქპატენტისა და თსუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგის მიზანია, სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი განუვითარდეს.

„ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა
ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა.
„ხეთის მანდარინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა.
რეგისტრაციაზე განაცხადით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ
ცენტრ-„საქპატენტს“ ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“
მიმართა.

„მუხურის თაფლი“ – ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა
საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა – „მუხურის თაფლი“ დაემატა. ამიერიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის (ხობისწყლის) ხეობაში არსებული ყვავილების ნექტრიდან მიღებული გამორჩეული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე მუხურის თაფლი სახელმწიფო დონეზე იქნება აღიარებული.
ინტელექტუალური საკუთრების დარგის გაძლიერებისთვის CLDP-სა და საქპატენტის თანამშრომლობა გრძელდება
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის გენერალური მრჩევლის ოფისის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებსა და საქპატენტის ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრაზე CLDP-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქპატენტთან მათი მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას და მიღწეულ შედეგებს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მე-7 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველო წარმატებული მაგალითია EUIPN-ის ინიციატივებისა და პრაქტიკის დოკუმენტების დანერგვის მიმართულებით
ტექნიკური სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) ფარგლებში შექმნილი ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ, უკრაინაში, კიევში. ღონისძიებაზე, რომელიც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ იყო ორგანიზებული, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, რომელმაც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, პირველმა დანერგა ევროკავშირის პრაქტიკა სამუშაო ინსტრუმენტებთან მიმართებაში. აღნიშნული განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე დამსწრე პირები გაეცნენ საქართველოს დელეგაციის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას, პროექტის შინაარსს და მიმდინარეობას.
უკრაინასა და საქართველოს შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ ახალი, ყოვლისმომცველი შეთანხმება გაფორმდება
საქპატენტის დელეგაციამ, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის („უკრპატენტი“) წარმომადგენლებთან. კიევში, 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კასრაძე.
შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა, უწყებებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გეგმების განხილვა, კერძოდ: უკრაინასა და საქართველოს შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ ახალი, ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმება, რაც ორივე ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და დადებითად აისახება ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე.
საქპატენტში 4 თვიან სტაჟირებას ELSA Tbilisi-ს წევრი სტუდენტები გაივლიან
დღეს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სათავო ოფისში, საქპატენტისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - ელსა თბილისის (ELSA Tbilisi) ერთობლივი სტაჟირების პროექტის ფარგლებში, საქპატენტის წარმომადგენლებმა ELSA Tbilisi-ს წარმომადგენლებსა და წევრ სტუდენტებს გახსნითი ღონისძიებით უმასპინძლეს. ELSA Tbilisi-ის წევრი სამი ახალგაზრდა, ბესიკ მაჩაბელი, ანა გვარამია და სოფიო ლეჟავა დღეიდან, 4 თვის განმავლობაში სტაჟირებას საქპატენტში გაივლიან. გახსნით ღონისძიებაზე, სტუმრებსა და სტაჟიორებს საქპატენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა და დეპარტამენტის უფროსებმა წარუდგინეს სტაჟირების პროექტის მიმდინარეობა, მათ მიერ შემუშავებული პროგრამა და შედეგები.

საქპატენტის რჩეული გუნდი გახდა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრის მფლობელი
„სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets “ პროექტის ავტორებმა მოიპოვეს გამარჯვებულის ტიტული 2021 წლის ნორჩ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“. გრანპრის მფლობელები დემეტრე საზანოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. „სმარტ კოსტუმის“ გამომგონებელი გუნდი გახდა საქპატენტის რჩეულიც, რომელიც გამოირჩეოდა ინოვაციურობით.

სასწავლო ვიზიტი EUIPO-ში
2021 წ. 22-24 ნოემბერს საქპატენტის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO), ქალაქ ალიკანტეში. ვიზიტმა საქპატენტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, შეხვედროდნენ სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებს და გაცნობოდნენ EUIPO-ს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების წარმატებული უწყების საქმიანობას.
