ინტერნეტ სივრცეში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით, ყოველწლიურ ფორუმზე „საქართველოს ინტერნეტ-მმართველობა“, შეიკრიბნენ საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საჯარო კონსულტაციებისა და დიალოგის ფორმატში მიმდინარე ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA). დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დაცვის თემა. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე. ფორუმი ოთხი დღის განმავლობაში ტექნოპარკში მიმდინარეობდა. მას მასპინძლობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC-Georgia).
მეცნიერების პოპულარიზაციის, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ დასრულდა. კონკურსი მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. კონკურსის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ორგანიზატორთან ერთად, დაარსების დღიდან, საქპატენტი კონკურსის ერთგული მხარდამჭერია. ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის წარმომადგენელი საკონკურსო კომისიის მუდმივმოქმედი წევრია, რომელიც ახალგაზრდა გამომგონებლების მიერ წარმოდგენილ პროექტებს პატენტუნარანობის კრიტერიუმებით: სიახლით, საგამომგონებლო დონით და სამრეწველო გამოყენებადობით აფასებს. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საქპატენტი ნებისმიერ გამოგონებაზე პატენტის გაცემის დროს.
ინტელექტუალური
საკუთრების დაცვის სფეროში ევროპული სასამართლოების პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ბორჯომში,
ევროპელი და ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს. სასტუმროში „ქრაუნ
პლაზა“ ღონისძიებას საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ესწრება.
საქპატენტისა
და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) მიერ მოწყობილ სემინარში
საქართველოდან 11 მოსამართლე მონაწილეობს, რომლებსაც ევროპის სასამართლოების საუკეთესო
პრაქტიკას გაუზიარებენ ევროკავშირის საერთო სასამართლოს (GCEU), მართლმსაჯულების ევროპული
სასამართლოს (CJEU), ლიეჟის კომერციული სასამართლოს (ბელგია) მოქმედი მოსამართლეები
და EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს (BOA) წევრები.
„სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს“ შექმნაზე დარგის სპეციალისტები მუშაობას ასრულებენ. სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გრაფიკულად გამოსახულ სიმბოლოს და მისი დანიშნულებაა განასხვაოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან მომსახურებისგან. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ.
ტრადიციული „ჭაჭის ფესტივალი“, რომლის მხარდამჭერია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ორწლიანი პაუზის
შემდეგ აღდგა. დღეს, თელავში, კახეთის მხარის რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერების, გლეხების,
მცირე მარნებისა და კომპანიების მიერ წარმოებული
გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭა“ გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.
საქპატენტის სასწავლო ცენტრში სკოლის მასწავლებლებისათვის განკუთვნილი მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა დასრულდა. პროგრამის ფარგლებში „ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიის “ დისტანციური კურსი, მიმდინარე წელს, 28 სკოლის 108 მასწავლებელმა გაიარა. ღონისძიების ორგანიზატორები „საქპატენტი“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) იყვნენ.
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე და საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია საქართველოში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს ესწრებიან. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) 26 ოქტომბერს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება.
საქართველოში დარენ ტანგის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი საქპატენტის თანამშრომლებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. WIPO-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების დარგში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეების დანერგვის შესაძლებლობებზე, ასევე, მან უპასუხა უწყების თანამშრომლების შეკითხვებს.
საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დარენ ტანგის შეხვედრის განსახილველი საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს საქპატენტის 30 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საიუბილეო კონფერენციაში.