
საქპატენტმა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებულ „თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ესპანეთში, ქ. ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით, თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის (Anti-Scam Network Meeting) მე-9 შეხვედრა გაიმართა. ალიკანტეში გამართულ შეხვედრაზე საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ პირველად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სახელით, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჩიქოვანი დაესწრო.
საქპატენტის თანამშრომლები ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში სწავლებას გადიან
ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ექსპერტებმა საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში სასწავლო სესიები ჩაატარეს. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდა.
საქპატენტში მატერიალური საარქივო მასალების გაციფრულება იწყება
საქპატენტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე ეროვნული არქივი საქპატენტს საარქივო მომსახურებას გაუწევს უწყების მატერიალური თუ ელექტრონული არქივების შექმნის მიზნით.

პარლამენტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“, რომელიც პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებს დაარეგულირებს.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ ორგანიზებულ სასამართლო პრაქტიკის შესახებ გამართულ კონფერენციაში საქპატენტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა
29-30 აპრილს ესპანეთში, ქ. ალიკანტეში ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით რიგით მე-5 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე თიკა ნებიერიძე და სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს უფროსი დეა ჭიჭინაძე.
საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ერთობლივი პროექტი თუშური გუდას მწარმოებლების ხელშეწყობის შესახებ დასრულდა
30 აპრილს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა. პროექტი „შერჩეული რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვა, ბრენდინგი და კომერციალიზაცია“ ერთწლიანი იყო და მიზნად ისახავდა იმ ფერმერების, ასოციაციებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნებითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებულ ქართულ, უნიკალურ პროდუქტებს აწარმოებენ.

საქპატენტმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქპატენტმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველ მასშტაბურ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსდა საქპატენტის საგამოფენო სტენდი. საქპატენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ორგანიზაციის საქმიანობის, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღსანიშნავად საქპატენტმა სტუდენტებს საქართველოს 13 უნივერსიტეტიდან უმასპინძლა
26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. ამ
თარიღთან დაკავშირებით, საქპატენტმა 13 სხვადასხვა უნივერსიტეტის
სტუდენტებს მცხეთის სათავო ოფისში უმასპინძლა.

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებით მოლდოვას რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოში ევროკავშირის პროექტის EU4IP შემფასებელი მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან
ევროკავშირის პროექტის EU4IP („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“) შემფასებელი მისიის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში იმყოფება პროექტის ხელმძღვანელი იბონ ორმაზაბალი. მისიის მიზანია პირველი წლის სამუშაო გეგმის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა და ტექნიკური დისკუსიების გამართვა.


