
სამუშაო შეხვედრა "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით"
ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ემსახურება ბათუმში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომლის ორგანიზატორია ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP), საქპატენტთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით.
საქპატენტი ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმს მასპინძლობს
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში 28 ივლისს გაიმართა ტრანს - კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლები. წარმომადგენლობითი შეხვედრის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP).
კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლები ბათუმში სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრი - საქპატენტი საქართველოში მასპინძლობს სომხეთის და მოლდოვის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლებს.
დღეს, 27 ივლისს, გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრა კონტრაფაქციასთან ბრძოლის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვის მიზნით. შეხვედრის
გამართვა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული
სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით.

საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ - 2022
კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაღრმავების მიზნით, დღეს, რიგით მე-6, საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ გაიხსნა. ბათუმში მიმდინარე წარმომადგენლობითმა შეხვედრამ, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით. კონფერენცია იმართება საქპატენტის და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით.

საქართველოს დელეგაციამ WIPO-ს გენერალურ დირექტორთან გამართა შეხვედრა - დარენ ტანგი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში
მყოფმა საქართველოს დელეგაციამ, WIPO-ს სათავო ოფისში შეხვედრა გამართა გენერალურ დირექტორთან
დარენ ტანგთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა WIPO-სა და საქპატენტის მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ორ
წლიანი პანდემიის კრიზისის პირობებშიც არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, WIPO-ს მხარდაჭერით,
მისი ინსტრუმენტების გამოყენებით და მონაცემთა ბაზების გაციფრულებით შესაძლებელი გახდა
მომხმარებლისთვის მომსახურებისროგორც დისტანციურ, ისე, ჰიბრიდულ რეჟიმში შეუფერხებლად
მიწოდება.

საქართველოს დელეგაციამ WIPO-ს ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გამართა - ანგარიში
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების
მიზნით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში მყოფმა საქართველოს დელეგაციამ, შეხვედრები გამართა
WIPO-ს მაღალი რგოლის მენეჯერებთან და სხვადასხვა
ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებთან. საქართველოს
დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი,
ორმხრივი მოლაპარაკება გამართა თურქეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას და მოლდოვის
ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, ასევე, შეხვედრა გაიმართა
WIPO-ს აკადემიისა და ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან,
WIPO-ს გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების
განყოფილების ხელმძღვანელთან (TDC) WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან.
USAID-ის და საქპატენტის ორგანიზებით საჯარო-კერძო დიალოგი „ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ცვლილებები: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ახალი მექანიზმი“ გაიმართა
ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ცვლილებების შემუშავების პროცესში, საკანონმდებლო სიახლეების დანერგვისა და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამები საქპატენტთან ერთად ახორციელებენ საჯარო-კერძო დიალოგის ღონისძიებათა სერიას.
ამჯერად, 21 ივლისს, თბილისში, მორიგი დიალოგის სერია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. მხარეებმა ერთობლივად განიხილეს კრეატიული ინდუსტრიების სექტორში არსებული გამოწვევები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ახალი ე.წ. „შეტყობინება-აღების” (Notice-and-Takedown) მექანიზმის პროექტი.

საქპატენტის დელეგაცია WIPO-ს ასამბლეაში იღებს მონაწილეობას
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, 193 წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთა შორისაა საქართველოს დელეგაციაც, ჟენევაში მასპინძლობს. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი.
ELSA 2022-ის საზაფხულო სკოლის სტუდენტებს საქპატენტში გამართულ მიღებაზე სერტიფიკატები გადაეცათ
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა თემაზე - „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ - საქართველოში წელს მეშვიდედ ჩატარდა, რომელშიც ევროპის ათი ქვეყნის, წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის 14-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. დღეს, 15 ივლისს, ELSA 2022-ის მონაწილეებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, საქპატენტში უმასპინძლეს. სტუდენტებს სამართლის სკოლის დასრულება საქპატენტის სასწავლო ცენტრის უფროსმა ანა დალაქიშვილმა მიულოცა და საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა.

პირველი ქართველი ევროპის პატენტრწმუნებული
საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია პირველი ქართველია, რომელმაც ჩააბარა ევროპის საკვალიფიკაციო გამოცდა (EQE) და მიენიჭა ევროპის პატენტრწმუნებულის წოდება.

