სექტემბერი 2019
16
დისტანციური სწავლება
გვსურს გაცნობოთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობით, ქართულ ენაზე, უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა, WIPO აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“.

ღვინის ფესტივალი 2019
დღეს, 12 ოქტომბერს (2019წ.), გურჯაანში, ახტალის პარკში მესამედ გაიმართა ღვინის ფესტივალი, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გლეხების მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ტრადიციულ კერძებთან ერთად.
VIP4SME-ის შეხვედრა
დღეს, 11 ოქტომბერს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, მცირე და საშუალო მეწარმეთათვისა და საწარმოებისათვის, გაიმართა სამუშაო შეხვედრა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, გამოგონებასა და ინოვაციებზე.

2020 წელს WIPO-ს გენერალურ ასამბლეას, ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით, საქართველო უხელმძღვანელებს
დღეს, 9 ოქტომბერს (2019წ.), დასრულდა, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, მიმდინარე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 59-ე სესია, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის გენადი ლებანიძის ხელმძღვანელობით.
აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა ვიზიტი საქპატენტში
დღეს, 2 ოქტომბერს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში, გაიმართა უწყების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ს კონგრესის თანამშრომლებთან. მხარეებმა აღნიშნეს ურთიერთთანამშრომლობით მიღწეული წარმატებები და განიხილეს სამომავლო გეგმები.

საქპატენტი მიუერთდა DesignClass-ს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი მიუერთდა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) DesignClass-ის ინსტრუმენტს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს და თარგმნოს პროდუქტის დასახელებები 27 ენაზე, მათ შორის, ქართულ ენაზეც.

ჩურჩხელა, ტეკილა, ხვანჭკარა, პარმიჯანო რეჯანო და სულგუნი - ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნები ერთ საგამოფენო სივრცეში
დღეს, 24 სექტემბერს (2019წ.), ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციით გაიხსნა “საერთაშორისო კონფერენცია გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ”, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი - ,,OriGIn”.

მდგრადობა და თანამშრომლობა ჯგუფებს შორის - გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი
დღეს, 23 სექტემბერს (2019წ.) თბილისში OriGIn-ის 2019 წლის კონფერენციაზე შეიკრიბა 30 ქვეყნის ორასი დელეგატი. ,,მოხარული ვართ იმით, რომ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი წევრების მონაწილეობა და ენთუზიაზმი, რომლებიც შეიკრიბნენ იმ მიზნით, რომ გადახედონ ბოლო კონფერენციაზე განხორციელებულ სამუშაოს და დასახონ oriGIn-ის მომავალი საქმიანობის გეგმები. ეს იმის დასტურია, რომ oriGIn გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში გლობალური დებატების მნიშვნელოვანი მონაწილეა. ჩვენი წევრების სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს საქპატენტს და oriGIn საქართველოს, რომელთაც უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინეს ამ სამდღიანი შეხვედრის ორგანიზებისათვის.

სამეცნიერო პიკნიკები 2019
დღეს, 17 სექტემბერს (2019წ.), ქალაქ თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019-ის ფარგლებში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელშიც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმაც მიიღო მონაწილეობა.
პროფესიული განვითარების კურსი - გეოგრაფიულ აღნიშვნებზე
დღეს, 16 სექტემბერს - (2019წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი, დაიწყო ინტელეტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის(WIPO) პროფესიული განვითარების კურსი -გეოგრაფიულ აღნიშვნების შესახებ. WIPO-ს აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ინგლისურენოვან საერთაშორისო სასწავლო კურსს - „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, წელს მესამედ ტარდება საქართველოში.

