საქპატენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიასა და საფრანგეთში გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების მქონე უნიკალური პროდუქტების წარმოებისა და დაცვის პრაქტიკას გაეცნო
საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივი პროექტის (GESIP) ფარგლებში, შვეიცარიასა და საფრანგეთში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ¬– „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ.
საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო WIPO-ს სიმპოზიუმში „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება“
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში გაიმართა სიმპოზიუმი „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება“, რომელზეც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე წარმოადგენდა.
საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქპატენტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.
საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა
ყოველ წელს საქპატენტი უერთდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღნიშვნას, რომელიც 2000 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დაარსდა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, დარგის პოპულარიზაციასა და სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივებას.
საქპატენტის თავმჯდომარე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს მორის პაულუსენს უმასპინძლა
საქპატენტმა ციფრული ტრანსფორმაციის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია ჟენევაში, WIPO-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე წარადგინა
შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში WIPO-ს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმძღვანელობის დიალოგის (WILD) პირველი სესია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ინტელექტუალური საკუთრების უწყებებსა და ორგანიზაციებს შორის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას.
საქპატენტი მოხსენებით წარსდგა საავტორო უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ჟენევაში გამართულ სესიაზე
საქპატენტმა 3 ქართულ პროდუქტს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 3 უნიკალურ ქართულ პროდუქტს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა. „ასხის მთის სულგუნი” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინო „ლეჩხუმი“ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ხოლო ღვინო „რაჭა”, მევენახეთა ასოციაცია „ხვანჭკარას“ განაცხადის საფუძველზე,” ადგილწარმოშობის დასახელებებად დარეგისტრირდა.
საქპატენტსა და საქსტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქპატენტის სათავო ოფისში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა, ასევე, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
საქართველო ჟენევის აქტს შეუერთდა
საქართველო „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტს“ (შემდგომ – ჟენევის აქტი) შეუერთდა. აქტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 18 მარტს დაუჭირა მხარი. შედეგად, ქართული უნიკალური პროდუქტების დაცვის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა ჟენევის აქტის შემკვრელი 23 სახელმწიფო და 2 მთავრობათაშორისი ორგანიზაცია – ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება