17-19 სექტემბერს, საქპატენტს ოფიციალური ვიზიტით მეორედ ეწვია WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, შერიფ საადალა.
საადალა, WIPO-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გახსნის WIPO-ს აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ინგლისურენოვან საერთაშორისო სასწავლო კურსს - „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, რომელიც წელს მეორედ ჩატარდება საქართველოში.
დღეიდან, საქპატენტში ელექტრონული შიდა საქმისწარმოების სისტემა სრულად ამოქმედდა. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემის მეშვეობით მარტივად და ეფექტურად ხდება დავალებების,
გაცნობებთ, რომ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს N2 ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 15 სექტემბრიდან, სრულად უქმდება efiling.sakpatenti.ge საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე წვდომა და შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადების ელექტრონულად მიღება, მათზე ინფორმაციის მოძიება და საქმისწარმოება განხორციელდება მხოლოდ online.sakpatenti.gov.ge-ს მეშვეობით.
გაცნობებთ, რომ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 24 აგვისტოს N52 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის (IPEFS) სისტემაში,
ლატვიის სურსათისა და ვეტერინარიის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, მოხდა გეოგრაფიული აღნიშვნის - „ჩურჩხელა“ უფლების დარღვევით ნიშანდებული პროდუქციის ლატვიის სავაჭრო ობიექტებიდან ამოღება.
საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ელექტრონულ პლატფორმას WIPO CASE. ეს პლატფორმა წარმოადგენს საპატენტო ექსპერტიზის მასალებზე ცენტრალიზებული წვდომის სისტემას.
21-22 ივლისს, ქალაქ ბათუმში, ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით",
საქართველოს პატენტების სრული კოლექცია პირველად განთავსდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) საპატენტო საძიებო სისტემაში
Patentscope. აღნიშნული კოლექცია მოიცავს საქპატენტის
მიერ გაცემულ ყველა პატენტს უწყების შექმნიდან (1992) დღემდე, ჯამში დაახლოებით
8850 დოკუმენტს. მასში შედის დაახლოებით 6900 პატენტი გამოგონებაზე და დაახლოებით
1950 პატენტი სასარგებლო მოდელზე.