დღეს, 28 ივლისს (2017წ.), საქპატენტის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდნენ ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები, სადაც მოისმინეს საქპატენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ლექცია ორგანიზაციის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ. საქპატენტში საზაფხულო სკოლის სტუდენტები, ასევე, ესწრებოდნენ ფორმალური ექსპერტიზის ჩატარების პროცესს და პრაქტიკულ მაგალითზე მიიღეს ინფორმაცია უწყების სამუშაო სპეციფიკის შესახებ. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ ELSA-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
24 ივლისს (2017წ.) ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა (ELSA) და საქპატენტის ორგანიზებით გაიხსნა სამართლის საზაფხულო სკოლა, სადაც ევროკავშირის 14 ქვეყნის 40 სტუდენტი გაივლის ერთკვირიან აკადემიურ სასწავლო კურსს თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“.
დღეს, 20 ივლისს (2017წ.), ბათუმში გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყების (SIPO) კომისრის მოადგილის ჰე ჟემინის შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს ორ უწყებას შორის
დღეს, 20 ივლისს (2017 წ.), ბათუმში გაიხსნა რიგით მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან მიმართებაში, ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით და უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
2017 წლის 13 ივლისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყების მიერ დარეგისტრირდა ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „ნაბეღლავი“.
დღეს, 10 ივლისს (2017.წ) დაიწყო საქპატენტის დელეგაციის ტექნიკური ვიზიტი ალიკანტეში (ესპანეთი) , რომელიც მიზნად ისახავს EUIPO-სა და საქპატენტის ელექტრონული მმართველობის სისტემური განვითარებისა და ინტეგრაციის შემდეგ ეტაპს.
დღეს, 7 ივლისს (2017წ.), საქპატენტის წარმომადგენლები მართავენ შეხვედრას ქართველ მეწარმეებთან და აცნობენ ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისში“ მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მიზანია, ქართველი მეწარმეების დახმარება, ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის შემუშავება მენეჯმენტში, რაც ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და არამატერიალური აქტივების სახით დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას.
7 ივლისს, 2017 წ., სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისში“ მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია, ქართველი მეწარმეების დახმარება, ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის შემუშავებას მენეჯმენტში, რაც ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და არამატერიალური აქტივების სახით, დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას.
5 ივლისს (2017წ.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური საკუთრების სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი გაიმართა. კონკურსის ფინალურ პაექრობაში წარსდგნენ თსუ -ს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების საუკეთესო სტუდენტები. გუნდებს შორის გამართულ შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა თსუ -ს გუნდმა - Ultima Ratio . გამარჯვებულ სტუდენტებს ელისაბედ შენგელიას და ნინო ჯოხაძეს გადაეცათ „ელიტ ელექტრონიქსის“ 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ამასთან, გამარჯვებული გოგონები მეორე ფინალისტი გუნდის - Invictus წევრებთან, ნინო ბერიშვილთან და დავით ჩაფიძესთან ერთად გაივლიან სამთვიან სტაჟირებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი.
2017 წლის 29 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ იანგჟოუში, იმართება მსოფლიო სიმპოზიუმი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, რომელიც ორგანიზებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობის და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) მიერ. აღნიშნული სიმპოზიუმი, მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს გეოგრაფიული აღნიშვნების დარგში უმნიშვნელოვანეს მოვლენას და ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. სიმპოზიუმის მიზანია, ფორუმის მოწყობა იდეების გაცვლის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა/გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. სიმპოზიუმი, აგრეთვე უზრუნველყოფს ტექნიკურ წვდომას და ინფორმაციის გაზიარებას გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში უახლესი მიღწევების შესახებ. სიმპოზიუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო მუჯირმა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე „ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნების მენეჯმენტი“.