ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს
ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფის (CEBS) საერთაშორისო კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის – დიზაინის როლს, ასევე დიზაინის სამართლის რიადის ხელშეკრულებისა (RDLT) და სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის მნიშვნელოვან ასპექტებს. კონფერენცია აერთიანებს ევროპის 14 სახელმწიფოს (ჩეხეთი, პოლონეთი, ალბანეთი, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი და საქართველო). ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ მაღალი რანგის სტუმრები WIPO-დან, სპეციალურად მოწვეული პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერები.
საქპატენტის ინიციატივით ევროპის საპატენტო უწყების აკადემიის უფასო ონლაინ კურსები საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა ყველა დაინტერესებული პირისთვის
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა EPO-ს აკადემიის ონლაინ თვითმართული კურსები, რომლეთა უფასოდ გავლის შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში ინოვაციებითა და საპატენტო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
თბილისში ინტელექტუალური საკუთრების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა
საქპატენტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენციის „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიებს, სადაც მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის წამყვანმა ექსპერტებმა და აკადემიური, თუ ინსტიტუციური სფეროს ლიდერებმა. პანელური დისკუსია გაიმართა ორი ძირითადი თემატური მიმართულებით.
სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები. წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს „ბიოქიმფარმის“ მმართველმა პარტნიორმა რატი ღოლიჯაშვილმა გააცნო.
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს, საქპატენტის თავმჯდომარესა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში EPO-ს პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“, რომელიც საქპატენტის ორგანიზებით სასტუმროში „პარაგრაფი თავისუფლების მოედანზე“ იმართება.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, EPO-ს პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“, რომელიც საქპატენტის ორგანიზებით სასტუმროში „პარაგრაფი თავისუფლების მოედანზე“ იმართება.
ბუდაპეშტის უნივერსიტეტში WIPO-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა დაინერგა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და უნგრეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (HIPO) სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში ახალი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა დაინერგა. პროგრამა 2026 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, ლიცენზირებისა და კომერციალიზაციის სფეროში, ასევე მომავალი პროფესიონალების ინტერდისციპლინარულ მომზადებას სამართალში, ეკონომიკასა და ბიზნესში.
საქპატენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ
საქპატენტის სათავო ოფისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.
საქპატენტისა და ხელოვნების სასახლის თანამშრომლობით გამოიცა კრებული - „მეშვიდე კონტინენტის ქართველი“
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ბაზაზე დაიბეჭდა წიგნი - „მეშვიდე კონტინენტის ქართველი“, რომელიც ქართველი მოზარდის, შალვა გიგოლაშვილის რეალურ და შთამბეჭდავ ისტორიას ეფუძნება. კრებული გამოიცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უშუალოდ სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორის გიორგი კალანდიას ინიციატივით.
საქპატენტის წარმომადგენლებმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებისთვის ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრება მუზეუმებში: პრაქტიკული და სამართლებრივი ასპექტები“