
საქპატენტის თავმჯდომარემ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა

საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
ნტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) მოლდოვაში რეგიონული სემინარი გამართა, რომელიც მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოსთან (AGEPI) ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ორგანიზებით განხორციელდა.

საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ორგანიზებულ დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ საუდის არაბეთის სამეფოში, ქ.რიადში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „დიზაინის სამართლის შესახებ“ ხელშეკრულების საბოლოო განხილვისა და მიღების მიზნით გაიმართა. ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით ჩატარდა.

საქპატენტს „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ესტუმრნენ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ესტუმრნენ. მოზარდების ვიზიტი გასვლითი, შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა.
ამერიკის საელჩოს პროგრამის - "მობილური ამერიკული კუთხე" ფარგლებში, საქპატენტს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მათი სტუმრობა ამერიკის საელჩოს პროგრამის ფარგლებში - "მობილური ამერიკული კუთხე" (U.S. Embassy Bookmobile), განხორციელდა
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ღონისძიება იმართება, რომელიც საქპატენტის მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში პატენტრწმუნებულთა სისტემის გაძლიერებას ემსახურება
ევროკავშირი ახალ რეგიონულ პროექტს EU4IP ახორციელებს, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერებას ემსახურება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 27-28 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით - „პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო სისტემის რეფორმა საქართველოში“ მიმდინარეობს. სემინარი საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქპატენტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ მოაწერეს
საქპატენტის თავმჯდომარემ კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეები დააჯილდოვა
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია
საქპატენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ისეთი სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის წახალისებასა და, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას.
საქპატენტის მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2024 გაიმართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა–2024“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერებმა, გლეხებმა, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელმა კომპანიებმა. ფესტივალის მიზანია საუკეთესო ჭაჭის ნიმუშების გამოვლენის გზით, მათი წახალისება-ხელშეწყობა, ასევე,– ქართული ტრადიციული სპირტიანი სასმლის, ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის „ჭაჭის“, როგორც დაცული გეოგრაფიული აღნიშვნისა და მისი სასარგებლო თვისებების პოპულარიზაცია.

