
საქპატენტის დელეგაცია WIPO-ს ასამბლეაში იღებს მონაწილეობას
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, 193 წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთა შორისაა საქართველოს დელეგაციაც, ჟენევაში მასპინძლობს. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი.
ELSA 2022-ის საზაფხულო სკოლის სტუდენტებს საქპატენტში გამართულ მიღებაზე სერტიფიკატები გადაეცათ
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა თემაზე - „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ - საქართველოში წელს მეშვიდედ ჩატარდა, რომელშიც ევროპის ათი ქვეყნის, წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის 14-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. დღეს, 15 ივლისს, ELSA 2022-ის მონაწილეებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, საქპატენტში უმასპინძლეს. სტუდენტებს სამართლის სკოლის დასრულება საქპატენტის სასწავლო ცენტრის უფროსმა ანა დალაქიშვილმა მიულოცა და საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა.

პირველი ქართველი ევროპის პატენტრწმუნებული
საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია პირველი ქართველია, რომელმაც ჩააბარა ევროპის საკვალიფიკაციო გამოცდა (EQE) და მიენიჭა ევროპის პატენტრწმუნებულის წოდება.
EUGIPP-ის პროექტის აღსრულების ექსპერტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შედარებითი ანალიზი“ ექსპერტი კენეტ რაიტი. ვიზიტის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებების სამუშაო სპეციფიკის ადგილზე გაცნობა და ქართველი კოლეგებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება. 12 ივლისს, ვიზიტის ფარგლებში, საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ექსპერტსა და საქპატენტის ხელმძღვანელ პირებს შორის.

საქპატენტის დელეგაცია კონფერენციაში „ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკა 2022“ მონაწილეობს
ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკის, კანონმდებლობაში არსებული გლობალური გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვის მიზნით, 7 ივლისს, ალიკანტეში ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკის შესახებ რიგით მე-4 კონფერენცია გაიხსნა. ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოსა და სასწავლო აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრება საქართველოს დელეგაცია, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის ბექა დოჭვირის ხელმძღვანელობით.

საერთაშორისო კონფერენციას „პერსპექტივები გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ საქპატენტის წარმომადგენელი ესწრება
გეოგრაფიული აღნიშვნების ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონპელიეში არიან შეკრებილები. 5 ივლისს, საფრანგეთში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „პერსპექტივები გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, რომელიც ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის - საერთაშორისო განვითარებისათვის (CIRAD) მიერ. შეხვედრას საქართველოს დელეგაციაც ესწრება, რომლის შემადგენლობაშია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კასრაძე.

შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტი (IPI) საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის თავისებურებების გასაცნობად, ბერნში ქართული დელეგაცია იმყოფება IPI-ს მოწვევით, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის მნიშვნელოვანი წევრია. დელეგაციის შემადგენლობაშია საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კასრაძე.

პროექტში „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ წელს 25 სკოლა ერთვება
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ერთი-ერთი კომპონენტი - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" წელს განმეორებით, უფრო დიდი მასშტაბით განხორციელდება. 4 სკოლის გარდა, 2022-2023 წელს, პროექტში საქართველოს რეგიონების კიდევ 21 სკოლა ერთვება. სასწავლო აქტივობის ფარგლებში, რომლის მიზანია კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხების ინტეგრირება საბაზისო განათლების სისტემაში, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები გადაამზადებენ 100 მასწავლებელს. ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სილაბუსი ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე სკოლებში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარებას, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეებში კრეატიულობისა და ინოვაციურობის გაღვივებას. აღნიშნულ პროექტში ჩართული იქნება 1000 მოსწავლე.

საქპატენტი აგრძელებს მუშაობას ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების დასანერგად - უწყების თანამშრომლები რიგით მეორე ტრენინგს ესწრებიან
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კომერციალიზაცია, არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირების გზები არის ის მთავარი თემები, რომელიც საქპატენტის ექსპერტებისთვის გამართულ რიგით მეორე ტრენინგზე განიხილება. საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში დღეს, 30 ივნისს, დაიწყო სასწავლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს, საქპატენტის თანამშრომლების გადამზადებას წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ტრენინგს ინტელექტუალური საკუთრების უცხოელი ექსპერტი ელისონ ორი უძღვება.

EUGIPP-ს მიმდინარეობის და მისი ცალკეული კომპონენტების შესაფასებლად საქპატენტს პროექტის ლიდერი ეწვია
ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტის „ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP)“ მიმდინარეობის ადგილზე გასაცნობად, საქპატენტს პროექტის ლიდერი მარტინ მარიანოვი და პროექტის კოორდინატორი ანდრეა იორი ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია პროექტის კომპონენტების მიმდინარეობის განხილვა და პროექტის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებში მონაწილეობა. საქპატენტში სტუმრები გაეცნენ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის, ასევე, იურიდიული, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტების საქმიანობას.

