„ხელოვნური ინტელექტი და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მომავალი“ – საქპატენტში ონლაინ ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში, საქპატენტისა და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მომავალი“
სოსო გიორგაძე აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
შეხვედრის მონაწილეებმა საქპატენტსა და აშშ-ის საელჩოს შორის წლების განმავლობაში არსებულ პოზიტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. საქპატენტის თავმჯდომარემ ამერიკული მხარის მონაწილეობით შესრულებული პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა სტუმრებს თანამშრომლობისათვის.
EPO-ს ექსპერტებმა საქპატენტის თანამშრომლებს გენეტიკური ინჟინერიის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“
ჩატარდა ორდღიანი სასწავლო სესია, რომლის მიზანი იყო გენეტიკური ინჟინერიის სფეროში,
კერძოდ, CRISPR (Clustered Regularly Interspaced Short Palindromic Repeats – კლასტერული რეგულარული ინტერვალებით განლაგებული მოკლე პალინდრომული გამეორებები)
ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გამოგონებების საპატენტო ექსპერტიზის პრაქტიკის გაღრმავება
და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. სწავლება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. სესიაში
მონაწილეობდნენ საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა
და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლები.
საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა
2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.
სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დიოგო კოსტა კუნა ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის შესახებ KIU-ში სალექციო კურსს წაიკითხავს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, KIU-ში სალექციო კურსს – „ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და ტექნოლოგიის გადაცემა“ – ახალი სემესტრიდან გაუძღვება სამაგისტრო პროგრამის თანაავტორი და WIPO-ს მოწვეული ექსპერტი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) პროფესორი, დიოგო კოსტა კუნა.
საქპატენტში ხარისხის მართვის საერთაშორისო ISO 9001:2015 სტანდარტის შესახებ 4-დღიანი ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თანამშრომლებისთვის მცხეთის სათავო ოფისში ჩატარდა 4-დღიანი ტრენინგი თემაზე: „ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სტანდარტი და შესრულების საკვანძო ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა“
სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დალი ფუტკარაძესა და ბათუმის ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებს შეხვდა
საქპატენტს ევროპის საპატენტო უწყების საძიებო სისტემაზე წვდომა მიენიჭა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) „გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2026“ გამოაცხადა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) „გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2026“ ოფიციალურად გამოაცხადა. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით იმ სტარტაპების, მცირე, თუ საშუალო საწარმოების გამოვლენა, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით აღწევენ წარმატებას.
საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2025 წლის საკვალიფიკაციო გამოცდების სტატისტიკური მონაცემები
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2025 წლის 29 სექტემბრის №327 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციებში.
გამოცდაზე რეგისტრაციის პერიოდში – 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, წარმოდგენილი იყო 47 განაცხადი: სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე – 42, ხოლო საერთო სპეციალიზაციაზე – 5 განაცხადი. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, დახარვეზდა 3 განაცხადი.
შესაბამისად, ორივე სპეციალიზაციის გამოცდაზე რეგისტრაცია წარმატებით გაიარა სულ 44 აპლიკანტმა (გამოსაცდელმა). გამოცდის ჩატარებამდე 2-მა აპლიკანტმა მოითხოვა გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა.